არჩევნებმა "შავი სამყაროც" ორად გაყო-"ათენმა" "პარიზმა" და "სტამბოლმა" "ხოფას" "წითელი აუნთო"
ავტორი: გურიის მოამბე
არჩევნებმა "შავი სამყაროც" ორად გაყო-"ათენმა" "პარიზმა" და "სტამბოლმა" "ხოფას" "წითელი აუნთო"

მოახლოებულმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა არამარტო ქართული საზოგადოება, არამედ ე.წ. "შავი სამყაროს" წარმომადგენლებიც, ორად გაყო.

როგორც 'გურიის მოამბეს" ამ სამყაროსთან დაახლოებული წყარო ეუბნება, საქართველოში, განსაკუთრებით მეორე ტურისთვის, ე.წ. "შავი სამყაროს" წარმომადგენლების გააქტიურებამ ამავე "სამყაროს" წარმომადგენელბში განრისხება გამოიწვია.

წყაროს ინფორმაციით, ე.წ. "კანონიერი ქურდების" პოლიტიკაში ჩართვა, მათივე ე.წ. "კოდექ სს" ეწინააღმდეგება, რის გამოც "ათენმა" "პარიზმა" და "სტამბოლმა" "ხოფას" "წითელი აუნთო".

როგორც ირკვევა "ქართულ ოცნების" მიერ დარაზმული და სოფელ სოფელ ამომრჩევლებისათვის "მისეული ქუჩის ბიჭები" ძირითადად "ხოფის ქურდებიდან" იმართება, რომლებსაც თავის მხრივ ათენის, პარიზის, სტამბოლის და ბარსელონას დაჟგუფებები არ ცნობენ და მათ "ჯარისკაცებს" -  ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო - „ბოზებს“ (რუს. cукиუწოდებენ.

წყაროს ინფორმაციით ასეთი ე.წ. "ავტორიტეტები, ძირითადად ე.წ. "ფორთოხლები" არიან, რომლებმაც ეს "წოდება" არანასამართლევი პიროვნებების მიერ მიიღეს — ფულის სანაცვლოდ.

როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, ე.წ. "შავი სამყარო"  ე.წ. „ბოზური ომისთვის“ (რუს. сучья война) ემზადება, რაც მნიშვნელოვან დანაკარგს მოიტანს კრიმინალური სამყაროსთვის.

პირველად ასეთი ომი ე.წ.  "ქურდულ სამყაროში" მეორე სამამულო ომად წოდებული პერიოდის შემდეგ დაიწყო, როცა 1940-იან წლებში კანონიერი ქურდების დიდი ნაწილი მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და ტრადიციებმა აქტუალურობა ოდნავ დაკარგეს. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო ასეთ მონაწილეებს „ბოზებს“ (რუს. cуки) უწოდებდნენ. გერმანიიდანდიდი სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ გულაგში, სადაც მათ და კანონიერ ქურდებს შორის (რომლებმაც საკუთარ პრინციპებზე უარი არ თქვეს) ე.წ. „ბოზური ომი“ (რუს. сучья война) დაიწყო.

"პარიზი" ათენი" "სტამბოლი" და "ბარსელონა" მათი ტრადიციების პატივისმცემელებს და მათი ცხოვრების წესით მაცხოვრებლებს მოუწოდებენ არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და პოლიციასთან თორემ შემდეგ ყველა ასეთი პიროვნებები ე.წ. „ბოზები“ (რუს. cуки) - გახდებიან.

ყველასათვის ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში "ქართული ოცნების" ხელისუფლება ე.წ. "კრიმინალური სამყაროს" დიდ რესურსს იყენებს, ასეთების კოორდინირებას და მათი მხრიდან "პრობლემურ უბნებში" წერტილოვან "დარტყმებს" ე.წ. "ქურდების" მეშვეობით, შსს-ს მაღალჩინოსნები ახორციელებენ.

ისტორია

კანონიერი ქურდების გამოჩენას მიაწერენ 1930-იან წლებს, როდესაც სტალინის რეჟიმის რეპრესიებით პოლიტიკური ოპოზიციის აქტიურობა დახშული იქნა და გაძლიერდა ბრძოლა ზოგად კრიმინალთან. ამ ბრძოლამ იმატა კოლექტივიზაციასთან და 1932-1933 წლების შიმშილთან დაკავშირებით. დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელთა ძირითად გამაერთიანებელ ძალად იქცა არაპოლიტიკური წინააღმდეგობის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილების ტენდენცია, ხოლო ერთგვარ ელიტად - კანონიერი ქურდები, რომლებიც თავს რევოლუციამდელი რუსეთის კრიმინალური ტრადიციების მატარებლებს უწოდებდნენ.

კანონიერ ქურდებს აერთიანებდა ქცევის, ტრადიციებისა და ადათ-წესების გამორჩეული კოდექსი. აქ იგულისხმებოდა საზოგადო ნორმებისა და წესების მიუღებლობა, მათ შორის, ოჯახთან დაკავშირებით (კანონიერ ქურდს რომელიმე ქალთან მუდმივი კავშირი არ უნდა ჰქონოდა). მნიშვნელოვანი იყო ასევე სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის სრული აკრძალვა

1979 წელს კისლოვოდსკში გაიმართა კრიმინალური ლიდერებისა და არალეგალი მეწარმეების (ე.წ. „ცეხოვიკების“რუს. цеховик) შეხვედრა, ე.წ. „სხოდკა“ (რუს. сходка). შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება - მეწარმეები შემოსავლის 10%-ს გადაიხდიდნენ ქურდების მხრიდან ხელშეუხებლობის სანაცვლოდ

თანამედროვე კანონიერი ქურდი

ტრადიციულად კანონიერ ქურდად ითვლება ადამიანი, რომელიც ნასამართლევია და წარმოადგენს დანაშაულებრივ სფეროში გარკვეულ ავტორიტეტს, რომლის მიმართ შემდგომში ხორციელდება სპეციალური პროცესი, რის შემდეგაც იგი „მონათლულია“ კანონიერ ქურდად.. ქალთა მუდმივი ურთიერთობისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის აკრძალვა კვლავ ძალაშია, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ეს წოდება არანასამართლევი პიროვნებების მიერ იქნა მიღებული — ხოლმე, ფულის სანაცვლოდაც (ასეთ ქურდებს რუსეთში „ფორთოხლებს“ უწოდებენ)

 

1993—1999 წლებში კანონიერი ქურდების რაოდენობა, 2010 წლის მონაცემებით
19931994199519961997199819992010
1200 1280 1420 1480 1500 1560 1106 149

მრავალი სხვა კრიმინალური საზოგადოებისგან განსხვავებით, კანონიერი ქურდების გაერთიანებას ერთი ფუძე არ გააჩნია. მისი ზედა დონე მოქმედებს მონაწილეთა სრული თანასწორობის პრინციპით. მსგავსი გაერთიანებების მართვის ორგანოა „სხოდკა“, რომელზეც საორგანიზაციო საკითხები წყდება, მათ შორის, წერილობითი მიმართვები დანაშაულებრივი სამყაროს მიმართ („ქსივები“, „ქურდული პრაგონები“). კანონიერი ქურდები მიისწრაფიან პატიმრებზე კონტროლის დამყარებისკენ — როგორც მიმართვებით, ასევე მოსყიდვით და დაშინებით

კანონიერი ქურდების გაერთიანების ფუნქციებში შედის: ცალკეული კრიმინალებისა და მათი ჯგუფების გაერთიანება, კრიმინალური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს კონტროლი, კრიმინალურ სფეროში კონფლიქტების მოგვარება, საერთო დანაშაულებრივი სალაროების („ობშიაკების“) გამოყენების კონტროლი, უცხო ქვეყნების დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან გარე კონტაქტები

კანონიერი ქურდები ერთიან ჯგუფს არ წარმოადგენენ. მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა მმართველობისათვის, გამოირჩევა ერთმანეთის მოწინააღმდეგე დაჯგუფებები: „კანონიერები“, „შავები“ და „წითლები“, „სლავები“ და „კავკასიელები“, „აგურები“ და „ყვავები“, თუმცა რუსეთში სწორედ ისინი ასრულებენ კოორდინატორულ ფუნქციას, ახდენენ რა ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურის სტაბილურობას

განსაკუთრებით საშიშია ისეთი კანონიერი ქურდები, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკურ კრიმინალს და ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, რუსეთში ასეთი ადამიანი დაახლოებით 10-15-ია

'.$TEXT['print'].'