ლანჩხუთში დიდი რაოდენობით პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში დიდი რაოდენობით პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს

ქალაქ ლანჩხუთში, ე.წ. "ძველი სასტუმროს"სარდაფში, მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ სურათებსა და ინფორმაციას ლანჩხუთის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი კახა ასკურავა საკუთარ ფეისბუკგევრდზე აქვეყნებს.

გადამოწმებული ინფორმაციით პირადობის მოწმობების აბსოლიტური უმრავლესობა გარდაცვლილებს ეკუთვნის.

ასკურავა მიიჩნევს რომ ხელისუფლებას ეს პირადობების საპრეზიდენტო არჩევნების გასაყალბვებლად სჭირდებოდა:

"ეს დღეს დილით ვიპოვე გადაყრილი ლანჩხუთში.

აი ასე გააყალბეთ არჩევნები,აი ასე "მოიგეთ"არჩევნები და აი ამიტომ არ არის სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი!"-წერს ასკურავა;

'.$TEXT['print'].'