ლანჩხუთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კოორდინირებულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 

ამ დროისთვის სტაბილური ვითარებაა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მოსახლეობა მარაგდება საჭირო მასალით. ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების მხრივ პრობლემები აღმოფხვრილია. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება. 

დღეს ლანჩხუთში სტიქიით დაზარალებულებთან იმყოფებოდნენ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ არევაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი. 

მასალა დაფინანსებულია გურიის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ

'.$TEXT['print'].'