გურიის გუბერნატორი ბრიუსელში იმყოფებოდა
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის გუბერნატორი ბრიუსელში იმყოფებოდა

ნატოს შტაბ - ბინაში და ევროკავშირის სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებს შიდა ქართლის გუბერნატორთან და კულტურის, ხელოვნებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი.

შეხვედრები გაიმართა ნატოს გენერელურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, გენერალური მდივნის მოადგილეებთან როუზ გომიოლერთან და ტაჯან ილდემთან, ევროატლანტიკური და გლობალური პარტნიორობის, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს უფროსს ჯეიმს მაკსთან. ასევე, საქართველოს ელჩთან ნატოში ალექსანდრე მაისურაძესთან და საქართველოს ელჩთან ბელგიაში ნატალია საბანაძესთან.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნატო - საქართველოს ურთიერთობებისა და “ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის” (SNGP) განხორციელების შესახებ. უსაფრთხოების პოლიტიკისა და სახალხო დიპლომატიის საკითხებზე-თქვა გუბერნატორმა-იუწყება გურიის გუბერნიის პრეს სამსახური.

მასალა დაფინანსებულია გურიის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ

'.$TEXT['print'].'