კახა ასკურავა ტვ "იმედზე":"პირველად ვნახე თავიდან ბოლომდე უხამსი ტყუილებით გასული სიუჟეტი "
ავტორი: გურიის მოამბე
კახა ასკურავა ტვ "იმედზე":"პირველად ვნახე თავიდან ბოლომდე უხამსი ტყუილებით გასული სიუჟეტი "

გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი ლანჩხუთში (გურია) კახა ასკურავა ტვ "იმედზე" გუშინ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მას უკიდურესად ცინიკურსა და ცილისმწამევლურს უწოდებს: "სიუჟეტი სადაც არცერთი სიტყვა, არცერთი გაჟღერებული ინფორმაცია, თუნდაც ისეთ თემებზე როგორიც ჩვენი ოჯახის ნათელ მირონობას შეეხება და კავშირში არ არის მომხდართან, სრული სიცრუე და ცილისწამებაა, ბევრი რამ მესმოდა ტვ "იმედზე" მაგრამ მთლად ასე "ასტრალიდან" თუ იყვნენ გასულები ვერ წარმომედგინა" -უთხრა ასკურავამ "გურიის მოამბეს"  აღნიშნული სიუჟეტის კომენტირებისას.

"სიუჟეტი გამიგონია ნაკლებად დაბალანსებული, სიუჟეტი მსმენია მიკერძოებული,მარა სიუჟეტი რომელიც პირველივე სიტყვიდან ბოლო ფრაზამდე იყოს ტყუილი მართლა პირველად ვნახე გუშინ ტვ"იმედის"8 საათიან ქრონიკაში.
მართლა არ მეჯერეა ბოლომდე როცა ყვებოდნენ ამ ტელევიზიის ტოტალურ მიკერძოებულობასა და ტყუილის პროპაგანდაზე სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე....ჯერ ხომ საერთოდ რომ არაფერ შუაშია ისეთ ქალბატონს ცილი დასწამეს და ჩემი ძმის ოჯახის ნათლიად ქალბატონი აჩვენეს საერთოდ რომ არ ვიცნობ ვინაა მე))) მესმის ნათლიასა და ნათლულების მიმართ თქვენი ბოსების დამოკიდებულება,მარა ჩვენც გვეცით პატივი ვინც ამ უდიდესი ქრისტიანული ტრადიციის მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილნი.
მოკლედ რამე თუ გამაოცებდა ამ ქვეყანაში არ მეგონა,მარა ეს ტვ "იმედმა"ნამდვილად მოახერხა!"-წერს კახა ასკურავა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

მანამდე კი ასკურავამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე "იმედში" გასულ სიუჟეტს კიდევრ ერთი "პოსტი" მიუძღვბნა: "ქედს ვიხრი და მადლობას გადავუხდი ჩემს მშობლიურ ლანჩხუთს, სადაც ღირსეული ხალხი ცხოვრობს. დიახ ბატონებო, დაუცხრომელი ძებნის მიუხედავად, დღეს აქ ვერ იპოვეს ვერცერთი ადამიანი( ,,ცანცუას“ გარდა), რომელიც იკადრებდა და ,, ხელს მოაწერდა“ იმ სიყალბეს და სიბინძურეს, ერთ-ერთი მედიიდან ნიაღვარივით რომ წამოვიდა ჩემი მისამართით. ვინ ვინ და ლანჩხუთმა კარგად იცის , მთელს ამ ამბავში, სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება ტყუილი....ჩემთვის ეს სწორედ ის გამარჯვებაა, რომელიც სხვის ,,გამარჯვებაზე“ მეტად ფასობს. განსაკუთრებული მადლობა (და ბოდიში) კარგ ლანჩხუთელს, ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეს, იმისთვის რომ მან თავისი სიმაღლე ბოლომდე შეინარჩუნა"- წერს ასკურავა.

ცნობისათვის: ტვ "იმედის" საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკაში" გუშინ გასული სიუჟეტი, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატ, გრიგოლ ვაშაძის ადგილობრივი შტაბის უფროსის, კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა, როცა ასკურავამ საზოგადოებას მის მიერ ლანჩხუთის ერთ ერთი დაწესებულების სარდაფში ნაპოვნი გარდაცვლილთა პირადობის მოწმობები წარუდგინა, რაც იმავე დღეს, მეორე ტურში დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, თბილისში გამართულ მიტინგზე გაახმოვანა. 

ოპოზიციამ ნაპოვნი გარდაცვლილთა პირადობის მოწმობები ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მეორე ტურის ტოტალურად გაყალბების სქემის ერთ კომპონენტად შეაფასა შესაბამის უწყებებს მომხდარის გამოძიებისაკენ მოუწოდა.

გენერალურ პროკურატურაში საქმეც აღიძრა და მეორე დღეს კახა ასკურავაც დაიკითხა.

გუშინ "ქრონიკაში" გასული სიუჟეტი საზოგადოებამ აღიქვა ხელისუფლების მცდელობად, რომ მომხდარი დადგმულ სპექტაკლად გაესაRებინათ და ამაში ბრალი, სიუჟეტში გამოყვანილმა პირებმა თავად ასკურავას და ერთ ერთი ადგილობრივი გაზეთის "ლანჩხუთი პლიუსის" რედაქტორს ქეთევან ნაკაშიძეს დასდეს, თუმცა ადგილობრივთა განცხადებით ეს იმდენად არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ საზოგადოებაში ასეთი მცდელობა თავხედობად შეფასდა:

"რა მიკვირს იცით? ადამიანი (რესპონდენტი)მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებს ადამიანს და ჟურნალისტს არ უჩნდება ელემენტარული შეკითხვა: აქვს თუ არა ბრალმდებელს მტკიცებულებები რის საფუძველზეც აკეთებს განცხადებას? პ.ს. კიდე კაი, 37 წელი რომ არაა!!! და კიდევ, "იმედმა" და ზოგადად ტელევიზიებმა, პრესამ გადახედოს ჟურნალისტების კვალიფიკაციას და ერთხელ და სამუდამოდ შემუშავდეს ჟურნალისტის ეთიკის კოდექსი"-წერს ადგილობრივი ჟურნალისტი მაცაცო ბურჭულაძე;

"ლანჩხუთი პლუსმა და უპირველესად ქეთევან ნაკაშიძემ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გაიღო. ნუთუ არ კითხულობდით ხალხო და აზრი არ გამოჰქონდათ? ჰე, ქართული ოცნების ფანებო, რატომ დუმხართ. გჯერათ ამ ვერსიის?"-ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი გოჩა ჯანაშია;

"ახლა უფრო მჯერა, რომ ამბობენ ჟურნალისტიკას სახელი თავად მისსავე მასახურებმა გაუტეხესო, უნამუსოდ და არაპროფესიონალურად გამოგონილი ამბავი მოვისმინეთ ტვ იმედისაგად, სირცხვილი ამისთანა ჟურნალისტიკას, რესპოდენტის ნახულ სიზმარს რომ ცხადად აღიქვამ." - წერს ადგილობრივი მაია კუკულაძე;

 

'.$TEXT['print'].'