ჩოხატაურის "ბახმარო" და ლანჩხუთის "გურია" პლეიოფში გავიდნენ და "ლიგა 2" ისთვის იბრძოლებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის "ბახმარო" და ლანჩხუთის "გურია" პლეიოფში გავიდნენ და "ლიგა 2" ისთვის იბრძოლებენ

დასრულდა საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის გათამაშება 20 გუნდა ლიგა სამში და 38 ტურიან მარათონში ჩოხატაურის "ბახმარომ" მეორე ადგილი დაიკავა, ლანჩხუთის "გურიამ" კი მესამე და შესაბამისად ორთავე გურული კლუბი პლეი ოფში გავიდა, სადაც ლიგა 2-ის მაჩანჩალებთან, ამავე ლიგის საგზურისათვის იბრძოლებენ.

პლეი ოფში „ბახმარო“ „ცხინვალს“ დაუპირისპირდება ხოლო „გურია" წყალტუბოს  „სამგურალს“.

ამ წყვილებში გამარჯვებულები მომავალი სეზონიდან საქართველოს ელიტარულ რანგით მეორე ჩემპიონატში ითამაშებენ.

"ბახმაროს" წარმატება მწვრთნელთა შტაბთან ერთად თეიმურაზ შარაშენიძის, ნიკა ჭკუასელის, გიგა კვერენჩხილაძისა და ხვიჩა დიდიას კარგმა სეზონმა განაპირობა, რომლებმაც შესაბამისად 17, 16, 15 და 10 ბურთი გაიტანეს მეტოქეთა კარში.

რაც შეეხება ლანჩხუთის "გურიას" აქ თავი დენის სკოტარენკომ (11 გოლი) და ბექა ბაქრაძემ (10 გოლი) გამოიჩინეს.

1.   ზუგდიდი 38 27 3 8 65 31 +34 84  
2.   ბახმარო 38 25 7 6 78 40 +38 79  
3.   გურია 38 21 10 7 59 31 +28 73  
4.   საბურთალო 2 38 21 4 13 60 50 +10 67  
5.   კოლხეთი ხობი 38 17 10 11 54 35 +19 61  
6.   არაგვი 38 19 4 15 64 55 +9 61  
7.   ბორჯომი 38 18 7 13 66 56 +10 61  
8.   მეშახტე 38 17 6 15 59 54 +5 57  
9.   გორი 38 14 11 13 58 48 +10 53  
10.   ბეთლემი 38 14 9 15 52 58 -6 51  
11.   სამეგრელო 38 13 9 16 63 55 +8 48  
12.   ჭიათურა 38 12 11 15 39 47 -8 47  
13.   ვარკეთილი 38 13 8 17 58 58 0 47  
14.   ალგეთი 38 13 7 18 54 64 -10 46  
15.   მარკ სტარსი 38 13 7 18 59 65 -6 46
16.   იმერეთი 38 12 9 17 44 52 -8 45
17.   გარდაბანი 38 11 6 21 39 63 -24 39  
18.   სულორი 38 10 6 22 38 77 -39 36  
19.   სამგურალი 2 38 8 7 23 40 82 -42 31  
20.   მაჭახელა 38 5 13 20 35 63 -28 28
'.$TEXT['print'].'