გრიგოლეთიდან ხეების უკანონოდ მიტაცების გამო ოპოზიცია ივანიშვილზე სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
გრიგოლეთიდან ხეების უკანონოდ მიტაცების გამო ოპოზიცია ივანიშვილზე სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს
ლანჩხუთელები ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გრიგოლეთის შავიზღვისპირა სანაპირო ზოლის ფიჭვნარში უკანონოდ ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ და შესაბამისი სრტტუქტურებიდან სასწარფოდ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებენ რომ ოლიგარქის ნებით ათეულობით უნიკალური ფიჭვი იმიტომ მოითხარა და განადგურდა რომ ამ ტერიტორიიდან ივანიშვილს საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის რამდენიმე ე.წ. "კანფეტის" ხე გადააქვს
ხეები კურორტ გრიგოლეთის შავიზღვისპირა ზოლსა და ქალაქ ფოთის მისადგომებთან უკვე გასატანად არის გამზადებული
ლანჩხუთის საკრებულოში აცხადებენ რომ ეს ხეები სახელმწიფოს საკუთრებაა და ივანიშვილს ისინი ისე მიაქვს,  მასზე არანაირი შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა
ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები აცხადებენ რომ ივანიშვილის ქმედების გამო გრიგოლეთის სანაპირო ზოლი შესაძლოა მთლიანად გამოვიდეს მწყობრიდან და განადგურდეს რადგან ოლიგარქი მის გადატანას ზღვით ცდილობს რის გამოც ხელოვნური ნავმისადგომის გაკეთებას პლიაჟის დიდი ნაწილი შეეწირება
იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი ამ ხეებს ხმელეთით გადაიტანს მაშინ სანაპირო ზოლში კიდევ ათეულონბით ფიჭვი გახდება მოსაჭრელი
კახა ასკურავა: ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი:"იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება, მისი არაფორმალური მმართველი ივანიშვილი ზრუნავდეს იმაზე, რომ ეს ზონა, კურორტი გრიგოლეთი გადაიქცეს ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად, ყველანი ვხედავთ რაც ხდება, მე მაგალითად შოკირებული ვარ და ნანახის დაჯერება არ შემიძლია, ამ უნიკალურ სანაპირო ზოლში განადგურებულია ათეულობით ხე, იმისათვის რომ ოლიგარქმა მის პარკში ეს ე.წ. "კანფეტის" ხეები გადაიტანოს. ნადგურდება პლიაჟი, მდგომარეობა კატასტროფულია"
ლელა ჩახვაძე: ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი:"ძალიან მძიმე სიტუაციაა, ერთი ახირებული კაცის ხუშტურების გამო ვანადგურებთ ამ უნიკალურ ადგილს, ასე თუ გაგრძელდა ვფიქრობ კურორტი გრიგოლეთი აღარ იარსებებს. დროზე უნდა მოვეგოთ გონს და ეს არ დავუშვათ"
'.$TEXT['print'].'