"რაც ლანჩხუთში ხდება ამას კომუნისტებიც კი არ კადრულობდნენ" - ყოფილი საჯარო მოხელე
ავტორი: გურიის მოამბე
"რაც ლანჩხუთში ხდება ამას კომუნისტებიც კი არ კადრულობდნენ" - ყოფილი საჯარო მოხელე

ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი აცხადებს, რომ ის სამსახურიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო დაითხოვეს

ლანჩხუთის სკოლამდელი არზრდის დაწესებულების, იგივე ბაღების გაერთიანების ყოფილი მთავარი სპეციალისტი, კახა ორაგველიძე ირწმუნება, რომ ის სამსახურიდან დირექტორმა, ნატო კობალავამ იმიტომ დაითხოვა, რომ მან უარი თქვა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს მხარი სალომე ზურაბიშვილისათვის დაეჭირა:

"მეორე ტურის წინ დამიბარა და მითხრა რომ უნდა ჩავრთულიყავი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაცია პროპაგანდა ჩამეტარებინა მოსახლეობაში, მითხრა რომ უფრო კონკრეტულ მითითებებს სახელისუფლებო პარტიის "ქართული ოცნების" ოფისში მომცემდნენ, სადაც უნდა მივსულიყავი. ამაზე უარ5ი ვთქვი და იმ დღიდან დაიწყო ჩემი დევნა შევიწროება" -იხსენებს ორაგველიძე.

მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოიკიდებლად იყრიდა, თუმცა მისი ეს სტატუსი ფორმალობად მას შემდეგ იქცა, რაც სახელისუფლებო პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", ამ უკანასკნელს მხარი ოფიციალურად დაუჭირა და მის სასარგებლოდ მთელი სახელისუფლებო რესურსი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართო.

ზურაბიშვილის კონკურენტი მეორე ტურში "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო:

"ეს ამბავი სამწუხაროდ გამონაკლისი არ არის და ხელისუფლების მხრიდან ასეთი დევნა შევიწროება მასიური ხასიათის იყო, კახა ორაგველიძის სამსახურიდან გაგდების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მისი და, ნატო ორაგველიძე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის აქტივისტი იყო" - აცხადებს გრიგოლ ვაშაძის ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა ასკურავა.

კახა ორაგველიძე, მიიჩნევს რა, რომ უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით არის განთავისუფლებული, მან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. სადაც პირველი პროცესი სამშაბათს, 20 მარტს გაიმართება.

ორაგველიძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, კერძოდ კი იურისტი ქეთი თოიძე დაიცავს.

ორაგველიძის განთავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ სურთ ლანჩხუთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში:

დირექტორი ნატო კობალავა იქ მისულებს ადგილზე არ დაგვხვდა.

როგორც მისმა მოადგილემ სოფიო ჩხაიძემ გვითხრა, მას მცირეწლოვანი შვილი თბილისში სამკურნალოდ ყავს წაყვანილი და ამის გამო სამსახურში რამდენიმე დღე ვერ იქნება.

დაწესებულების იურისტი ირმა ჯანაშია კი ამბობს, რომ"განთავისუფლების მიზეზებზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს საჯაროდ"

კახა ორასგველიძე  არ მალავს, რომ მის განთავისუფლების მიზეზად შესაბამის განკარგულებაში "ქცევის ნორმების დარღვევა" წერია:

"დავინტერესდი რა იგულისხმება ამ ქცევის ნორმებში მეთქი და მიპასუხეს, რო მე თურმე დირექტორთან სატელეფონო საუბარში ხმას ავუწიე რაც ყვირილიოს ნიშნებს შეიცავდა. ამ დღეებში დედა გარდამეცვალა და სამსახურიდან დედის გარდაცვალებიდან ორ კვირაში დამითხოვეს-ამას კომუნისტებიც კი არ აკეთებდნენ"-ამბობს ორაგველიძე."

 

'.$TEXT['print'].'