"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა "პატრულს" სასამართლო პროცესი მოუგეს
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა "პატრულს" სასამართლო პროცესი მოუგეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერებმა. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა დავით მჟავანაძემ და ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა კახა ასკურავამ ქვემო ქართლის საპატრულო დეპარტამენტს სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოუგეს.

სასამართლო გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, მოსამართლე ციცინო როხვაძემ გამოაცხადა.

ოპოზიციის ლიდერების ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში დავით მჟავანაძე, კახა ასკურავასთან ერთად, თავიანთი თანამებრძოლის, წინასწარპატიმრობაში მყოფი დავით კირკიტაძის სოლიდარობის ნიშნად,  სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, რა დროსაც მისი მანქანა, "სუბარუ ფორესტერი" გააჩერა პატრულ ინსპექტორმა მამუკა გაგნიაშვილმა და რამდენიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ მძღოლს, დავით მჟავანაძეს 40 ლარიანი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოუწერა "უსაფრთხოების ღვედის გამოყენების წესების დარღვევის გამო".

პატრულ ინსპექტორმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ მჟავანაძის გვერდით მჯდომს, კახა ასკურავას "უსაფრთხოების ღვედი" ეკეთა, თუმცა, მისი თქმით  მგზავრი (ასკურავა), "ისეთი დაკლაკნილი" იჯდა რომ ღვედი მას მუცელს ქვემოთ და წელს უკან მოექცა, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

მოსამართლე დაინტერესდა პატრულის არგუმენტაციით, თუმცა პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ კანონში ასეთი რამ არ წერია, თუმცა ყველა ავტომანქანას, როცა მას შეიძენენ, ახლავს პასპორტი, სადაც ინახება ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ვიჯდეთ მანქანაში.

ამაზე მოსმაართლემ უპასუხა ინსტრუქცია ელექტროღუმელსაც კი ახლავს სხვა უფრო დამაჯერებელი არგუმენტი ხომ არ გაქვთო.

როგორც დავით მჟავანაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, საბოლოოდ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, გააუქმა/ბათილად ცნო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 14.02. 2019 წლის დადგენილება და 26.01. 2019 წლის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი en007985, რის გამოც აღნიშნულ ქვითრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა. 

'.$TEXT['print'].'