მელის ნადირიძემ ლანჩხუთის მერიიის კულტურის ცენტრს სასამართლო პროცესი მოუგო
ავტორი: გურიის მოამბე
მელის ნადირიძემ ლანჩხუთის მერიიის კულტურის ცენტრს სასამართლო პროცესი მოუგო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული კულტურის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ანსამბლ „მხედრების“ მთავარი ქორეოგრაფმა მელის ნადირიძემ ამავე სამსახურის, ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით წერეთელს, სასამართლო პროცესი მოუგო.

სასამართლო გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა კიკნძემ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილებით ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მელის ნადირიძე როგორც უკანონოდ დათხოვილი, სამსახურში თავის პოზიციაზე უნდა აღადგინოს და სახელფასო განაცდურიც ლანჩხუთის მერიამ უნდა აუნაზღაუროს.

ცნობისათვის: მელის ნადირიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული კულტურის სამსახურთან არსებული ნსამბლ "მხედრების" მთავარი ქორეოგრაფი ამავე სამსახურის ხელმძღვანელმა სამსახურიდან მიმდინარე წლის, 2019, დასაწყისში დაითხოვა.

თავის მხრივ, ლაჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით წერეთელს თანამშრომლები დისკრიმინაციაში, ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან.

მთავარი ქორეოგრაფი, მელის ნადირიძე ირწმუნება, რომ ის სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ ოზურგეთელია.

სასამართლოში მელის ნადირიძის პოზიციას ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავდა. 

აიპს კი ორი ადვოკატი დედაქალაქიდან ჰყავდა მოწვეული. 

'.$TEXT['print'].'