შერკინება გურულად-ტრადიციული ლელობურთი ლანჩხუთში (ფოტოამბავი)
ავტორი: გურიის მოამბე
შერკინება გურულად-ტრადიციული ლელობურთი ლანჩხუთში (ფოტოამბავი)

სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ადგილობრივები დილიდანვე შეიკრიბნენ და საამისოდ მზადება დაიწყეს.

შერკინება რამდენიმე საათს გაგრძელდა და ზემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა. ბურთი ტრადიციულად ერთ-ერთი გარდაცვლილის საფლავზე მიიტანეს.

სპორტული ღონისძიებებიც დილიდანვე დაიწყო. ჩატარდა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. 

ამავე დროს ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

 

'.$TEXT['print'].'