დაბზარული სახლები და მოსახლეობის პროტესტი ლანჩხუთში
ავტორი: გურიის მოამბე
დაბზარული სახლები და მოსახლეობის პროტესტი ლანჩხუთში

ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩა უკვე დიდი ხანია აქციების მექად იქცა. ერთ დროს ქალაქის სამრეწველო უბნისკენ მისასველი ქუჩა დიდი ხანია ტრაილერების და სხვა დიდი მანქანების „წერაა“. მათი 24 საათიანი გადაადგილება იქ მაცხოვრებლებს დიდი პრობლემებს უქმნის. სწორედ ამიტომ ქუჩის მცხოვრებლებმა ხერხს მიმართეს და სავალი გზა ისე შეამცირეს, რომ მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი თუ გაივლის. დანარჩენებს კი მიუთითეს, ან აქედან წახვალთ ან კიდევ უფრო მკაცრად მოვიქცევითო. დიდი მანქანების მოძრაობას გზის გაფუჭებასთან ერთად სახლებსაც შეუქმნა პრობლემები. ადგილობრივი მცხოვრები ნანა ორაგველიძე ამბობს, რომ გაუსაძლის მდგომარეობაშია:

"სანამდე უნდა ვუყუროთ ამ ტრაილერების სიარულს. სახლები დაიბზარა უკვე. ერთხელ გავაკეთე გამაგრებითი სამუშაოები, ახლა ისევ გასაკეთებელია. სახლინნელ ნელა დაიწია და ბზარები აშკარად თვალშისაცემია". მოსახლეობა ამბობს, რომ საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. ,,დაგვპირდნენ რომ გზას აგვისტომდე გააკეთებენ, მაგრამ ამ მტვერს და ამ დანგრეულ სახლებს რა ეშველება. თან ისე დადიან, სიჩქარეს არ უკლებენ, ქუჩაშიც ვეღარ გამოვსულვართ მათი შიშით. ზოგი ავტობანზე მუშაობს, ზოგი სილას ეზიდება, ზოგი გაზის მილებს. დავხვდებით აქ, გავაბრუნებთ უკან, მერე აღმოჩნდება ან მღვდელის ახლობელია, ან პოლიციელის, ან ვისი და გვეუბნებიან დღეს გაგვატარეთ, ხვალიდან არ შეგაწუხებთო." - ამბობენ აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები.

მოსახლეობასთან ინერტული მასალის გადამზიდავი მანქანების მეპატრონეები მივიდნენ და თხოვეს ათი დღე გაგვატარეთ და მერე ჩვენვე მოვაგვარებთ, სხვა გზით ვივლითო, რასაც ქუჩის მოსახლეობა არ დაეთანხმა. საკმაოდ დაზიანებული ლაშა ჯაჯავას საცხოვრებელი სახლიც. სახლის მეპატრონე ამბობს, რომ ბზარები ყოველდღიურად იზრდება: ,,მე აქ შვილები მყავს და შიშის ქვეშ ვიყო?! კედლები უკვე ცვივა. გავარემონტო? რა აზრი აქვს, ისევ გაფუჭდება. აქ ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენვე გადავწყვეტთ დიდმა მანქანებმა იარონ თუ არა. ჩვენ გზას იმიტომ არ ვკეტავთ, რომ ვინმეს პრობლემა შევუქმნათ, არამედ იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ მშვიდი ცხოვრება გვინდა. დილის 6 საათიდან ამ ხმაურში ყოფნა როგორია?!". როგორც მოსახლეობამ განაცხადა, პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი ქუჩაზე დიდი მანქანების მოძრაობა არ აიკრძალება: ,,ვიქნებით აქ და გავაკონტროლებთ, დიდი მანქანების მოძრაობას. დღეს 5 გავაბრუნეთ უკან. გზის.მეტი რა არის, სხვა გზით იარონ. აქ შარშან ტრაფარეტი დადგეს, რომ 10 ტონაზე მეტი ტვირთის მქონე ავტომობილი ვერ გაიარდა. ორი იყო ასეთი, სადაა მერე. მოხსნა ვიღაცამ სა ესენიც დაგულაობენ თავიანთ ჭკუაზე".

'.$TEXT['print'].'