რატომ გამოიწვია კუროროტ ბახმაროში რამდენიმე ჰექტარი მიწის ერთ ლარად გადაცემამ აღშფოთება
ავტორი: კახა ჩავლეშვილი; ადვოკატი;
რატომ გამოიწვია კუროროტ ბახმაროში რამდენიმე ჰექტარი მიწის ერთ ლარად გადაცემამ აღშფოთება

 

ჩემთვის სრულიად გასაგებია, რატომ გამოიწვია კუროროტ ბახმაროში რამდენიმე ჰექტარი მიწის ერთ ლარად გადაცემ მოსახლეობის დიდ ნაწილის აღშფოთება. რადგანაც ამ კურორტზე და ზოგადად ყველგან ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს მოსახლეობას საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, ერთ უცნაურ ამბავს გავიხსნებ, რომელიც გარკვეულწილად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენს მოსახლეობასთან. ერთი ადამიანია, რომელმაც ბახმაროში სახლი 1990 წელს ააშენა, აქედან გამომდინარე სრულად ექვემდებრება ლეგალიზაციას (ასეთი წესით რეგისტრირდება არსებული სახლების 95% ბახმაროში). სახლის ლეგალიზაციისას გაირკვა, რომ 1990 წელს აშენებული სახლის ერთი კედელი და ორი ოთახის ნაწილი 2010 წელს სახელმწიფომ დაირეგისტრირა, ჰო და ხელისუფლება ახლა გააფთრებული იბრძვის, რომ საკუთარი სახლის ერთი კედელი არ დაუთმოს ამ ადამიანს და რაც მთავარია ყველაფერი ამის მოტივად სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს უთითებენ თანამდებობის პირები.

ამაზე დიდი პრობლემები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც კოლმეურნეობების რეორგანიზაციის შემდეგ შეიძინეს შენობა ნაგებობები, რადგანაც არავინ ყურადღებას არ აქცევს შეძენის დამადასტურებელ ხელშეკრულებებს, შეძენის აქტებს, ფულის გადახდის ქვითრებს და ეს ყველაფერი ასევე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება თურმე. შენობას რომელშიც ხალხი ცხოვრბს ან საქმიანობს ისე აზომავენ და არგისტრირებენ სახელმწიფო საკუთრებაში, რომ მათში მცხოვრებთ არავინ არაფერს არ ეკითხებათ.

ასევე ოზურგეთში დაფიქსირდა ერთერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობისათვის სახელმწიფოს მხრიდან ქონების წართმევა. კერძოდ 56 ამხანაგობის წევრს, რომელსაც თავის დროზე 9 სართულიანი სახლის ფული გადაახდევინეს და სანაცვლოდ აუშენეს ერთი სართული, მთავრობამ იმის ნაცვლად რომ აღიარებული ვალდებულება შეესრულებინა ის აშენებული ერთი სართულიც წაართვა და დაბრუნების სურვილი აღარ გააჩნია.

დადის ეს ქონებაწართმეული ხალხი სასამართლოში და ცდილობს მათ მიერ ერთხელ უკვე შეძენილი ქონება ხელიდან გამოგლიჯოს მის მიერვე დაქირავებულ მთავრობას. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის სრულიად გაუგებარია ასეთი რა ხეირი უნდა ნახოს სახელმწიფომ ამ ადამიანების ასეთი გამწარებით.

 

'.$TEXT['print'].'