დეპუტატი "ბახმაროს გადარჩენის კომიტეტის" შექმნას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატი "ბახმაროს გადარჩენის კომიტეტის" შექმნას ითხოვს

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა, კურორტ "ბახმაროში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მოძრაობა "ბახმაროს გადარჩენის კომიტეტის" შექმნის ინიციატივით გამოდის:

"ბახმაროს თემაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა შემეხმიანა და გამოთქვა სურვილი,რომ ჩაერთოს ამ უნიკალური კურორტის გადარჩენაში.
ვინაიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ მხოლო მას ეკითხება ბახმაროს მომავალი და ჩვენ უბრალო მოკვდავები უძლურნი ვართ ჩავერთოთ ბახმაროს მომავლის განსაზღვრაში, შემოვდივარ წინადადებით შევქმნათ ბახმაროს გადარჩენის კომიტეტი.
ეს მოძრაობა უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის მიღმა,მის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ერთი მიზანი - ბახმაროს შევინარჩუნოთ მისი იდენტობა,ავთენტურობა და თვითმყოფადობა,რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ბახმარო აქციოს ყრუ ბეტონის ჯუნგლებად!
ბახმარო არის გურიის სიამაყე და თუ სწორად განვითარდება იგი იქცევა მსოფლიო ბრენდად.
გთხოვთ ახალგაზრდა განსაკუთრებით ჩაერთოთ მოძრაობაში,რადგან ბახმარო სწორედ რომ მომავლის კურორტია.
მივმართავ საქართველო პარლამენტის გურიის რეგიონის პარლამენტარებს მოითხოვეთ გაუქმდეს "ორბთან" დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ინვესტორები შეირჩეს სამართლიან, კონკურენტულ გარემოში" წერს დეპუტატი.

ცნობისათვის: წუხელ; ტელეკომპანია "რუსთავი 2" მა, გადაცემაში "p.s" ბახმაროში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კომპანია "ორბისათვის" ერთ ლარად რამდენიმე ჰექტარი მიწის ჩუქებას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

გადაცემაში სხვებთან ერთად საკუთარი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით, ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა კახა ასკურავამაც დააფიქსირა:

"ბახმაროში, კომპანია „ორბის“ ხელისუფლებამ 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. 2019 წლის 15 მაისის მთვარობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთმანეთის მომიჯნავედ, 9 მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „ორბის“ უკონკურსოდ გადაეცა. 5 წლის ვადაში კომპანიამ, არა ნაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო და დამატებითი კომერციული ფართები უნდა ააგოს. კომპანიამ სულ 50 მილიონის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.  

ადგილობრივი ოპოზიცია ფიქრობს, რომ კომპანია „ორბი“ „ქართული ოცნების“ ოფიციალური დამფინანსებელია და არჩევნებზე „შავი ფულის“ შემომტანი.

ტერიტორიით დაინტერესებული იყო ავსტრიელი ინვესტორიც, რომელიც მზად იყო მიწაში ფულიც გადაეხადა და ხარისხიანი პროექტებიც განეხორციელებინათ, თუმცა სახელმწიფოსა და გამოცდილ ბიზნესმენს შორის მოლაპარაკებები არ შედგა. 

ხელისუფლებასა და კომპანია შორის, პოლიტიკურ და კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი. ის ამბობს, რომ მთავრობას სხვა ინვესტორების შეთავაზებები არც კი განუხილავს.

 

კომპანია „ორბიმ“ ინვესტიცია 5 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს. თუმცა გაირკვა, რომ „ორბის“ სახელმწიფოსთვის პროექტირების გეგმა არ წარუდგენია"-ნათქვამია სიუჟეტში, რომელიც შეგიძლიათ იხილიოთ ბმულზე:

http://rustavi2.ge/ka/news/134990

'.$TEXT['print'].'