ლაშა სარჯველაძე ჟურნალისტი ლანჩხუთიდან:"ხალხს მართლა უჭირს შია და წამლის ფული არა აქვს"
ავტორი: გურიის მოამბე
ლაშა სარჯველაძე ჟურნალისტი ლანჩხუთიდან:"ხალხს მართლა უჭირს შია და წამლის ფული არა აქვს"

ლანჩხუთში მოღვაწე ჟურნალისტი ლაშა სარჯველაძე, დღეს, დილით, ქალაქ ლანჩხუთში საკუთარი თავლით ნანახს საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე მოგვითხრობს:

"საერთოდ სტატუსების წერა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ორი სიტყვით უნდა მოგიყვეთ: 

დღეს დილის ათის ნახევარი იყო, ჩვენი ქალაქის ცენტრში, იქ სადაც აფთიაქი „პსპ-ეა“ ერთი ხელჯოხიანი ქალბატონი შევნიშნე ვიღაცას ესაუბრებოდა. სანამ მივუახლოვდი, მივხდი, რომ მოსაუბრემ უარი უთხრა, არ მაქვსო. ამასობაში მეც შემნიშნა, მორიდებით გამაჩერა და მითხრა: „40 თეთრი ხომ არ გაქვს, წამლის საყიდლად მიმაკლდა და იქნებ დამეხმაროო.“
ხელები უკანკალებდა. 
ლარიანი გავუწოდე, უნდა გენახათ, როგორ გაუბრწყინდა თვალები.ლოცვა დამიწყო. 
მეტი რაიმე ხომ არ გნებავთ-მეთქი.
„არა, შენ დღეს გადამარჩინეო“ - მიპასუხა თვალცრემლიანმა.
ხვალ რომ დაჭირდეს, ალბათ, სხვები გადაარჩენენ (ქართველებს გვერდით დგომა არ გვესწავლება), მაგრამ სანამდე უნდა იყოს ასე.
არც ფოტო გადამიღია, არც ვინაობა მიკითხავს, ისე გავშორდი.
გუშინ, ერთმა ჩემთვის ღრმად პატივსაცემმა ადამიანმა დამიძახა, ხომ ხედავ მთავრობა მუშაობს, ქალაქში ასფალტს აგენებო!
კარგია, ასფალტის დაგება, მაგრამ წამლის ფულზე რომ 40 თეთრი აკლდება ადამიანს (თუ არ ვცდები 2 ლარიანი „კორსიზის“ ყიდვას აპირებდა), ასეთ ადამიანებს მოუარონ სჯობია, ვიდრე ქალაქის ცენტრს, სადაც ვინ იცის, ბოლო წლებში მერამდენედ გადაგებული ასფალტია.
ხელგაწვდილი შენი მოქალაქის დგომა აფთიაქთან, ნამდვილად იმაზე დიდი დანაშაულია, ვიდრე თუნდაც უასფალტოდ დარჩენილი მთელი ქალაქი.
ხალხს მართლა უჭირს, შია და წამლის ფული არა აქვს. აი, ეს არის დღეს ბევრისთვის ცხოვრების რეალობა და ამას არც რომელიმე არხის გათიშვა შველის და არც ის, რომ თურმე, ჩვენ ვერ ვხედავთ, თორემ ყველაფერი კარგად ყოფილა. 
დეპოშია ქვეყანა, დეპოში!!!
პს. უბრალოდ, ეს ჩემს ლანჩხუთში მეტკინა ძალიან! დიდ ქალაქში ასეთ დღეში ათას წააწყდე იქნებ ადამიანი, მაგრამ ქალაქში სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, რთულია ადამიანმა ხელი გაიწვდინოს, მას ძალიან უჭირდა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, ნაბიჯი, რათა თავი გადაერჩინა! ვინ იცის, ამისთვის რა ძალა დახარჯა!"-წერს ჟურნალისტი.

'.$TEXT['print'].'