ოპოზიცია აცანაში გაჩეხილ ხეებს აპროტესტებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზიცია აცანაში გაჩეხილ ხეებს აპროტესტებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, გივი ცინცაძე შსს-ს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებას ურჩევს.

ცინცაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სათაურით "გაჩეხილი აცანა" წერილს ავრცელებს და თან ფოტომასალასაც ურთავს:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლი სმეურნეობის სამინისტრო - თქვენ გაცემულ ნებართვას 3 დაავადებული ნაძვის ხის მოსაჭრელად აცანის მაჟორიტარმა ემზარ თევდორაძემ და სოფლის რწმუნებულმა იზა მათითაიშვილმა საკუთარი ინიციატივით ათეულობით ჯანსაღი ხეც მიაყოლეს..

2. აცანა არის მეწყერსაშიში ზონა და ერთ-ერთ მოსახლეს რომლის სახლიც გაჩეხილი ნაძვების ტერიტორიაზე მდებარეობს საფრთხე ემუქრება ( ხეების გაჩეხვამდე ერთი კვირით ადრე მიწის გარკვეული ნაწილი ჩამოიშალა ) 

3. აღნიშნული ფაქტის შემდეგ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი თევდორაძეს და მათითაიშვილს ადგილობრივებმა უჩივლეს, რის პასუხადაც მათ შანტაჟით უპასუხეს და შვილ(ებ)ის, შვილისიშვილ(ებ)ის დაჭერით ემუქრებიან თუ საჩივარს უკან არ გამოიხმობენ... შსს მოვითხოვ დროულად მოხდეს რეაგირება და დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით....

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია - მოვითხოვ გაასაჯაროვოთ აღნიშნული ნებართვა და იმის განმარტება თუ რა მიზეზით და მიზნით მოხდა აღნიშნული შემტხვევა... იქნება მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარი მაჟორიტარების ქმედებებს , ასე ყველლა ერთიანად მავნებლობით როგორ ხართ დაკავებულები

Ps. როგორც აცანელები საუბრობენ 3 ხე იყო მხოლოდ მიზეზი, რომ "გასაპრავებელი" ჰქონოდათ და ჯანსაღი ხეებიც მოეჭრათ , რათა შემდეგ გაყიდონ აღნიშნული ხეები და ხელი მოითბონ მუქთად ნაშოვნი ფულით - წერს ცინცაძე.

 

'.$TEXT['print'].'