ოპოზიცია გურიის პოლიციის ხელმძღვანელს "კაბინეტიდან გამოსვლას და აცანაში ასვლას ურჩევს"
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზიცია გურიის პოლიციის ხელმძღვანელს "კაბინეტიდან გამოსვლას და აცანაში ასვლას ურჩევს"

დეპუტატი: "მოვუწოდებ შინაგან საქმეთ სამინისტროს სასწრაფოდ დაინტერესდნენ აცანაში მოჭრილი ხეებით"

"ვხედავთ რა მდგომარეობაა სოფელ აცანის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დაჩეხილია, განადგურებულია რამდენიმე ათეული მრავალწოვანი ხე, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დაინტერესდნენ მომხდარით და დაიწყონ გამოძიება"

ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ დღეს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში მოჭრილი ხეების დათვალიერებისას "გურიის მოამბესთან" საუბარში გააკეთა.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა რომ ეს ყველაფერი მეწყერსაშიშ ზონაში ხდება, და ასეთმა ქმედებამ შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას:

"ვიცით რომ აქვთ რამდენიმე გამხმარი ხის მოჭრის ნებართვა და მას ათობით საღი ხე მიაყოლეს. აუცილებლად არცერთი ასეთი ქმედება გპირდებით რომ არ დასჯება დაუსჯელი. წარმოგიდგენიათ რა ხდება სხვა ადგილებში როცა სოფლის ცენტრში ასეთ რამეებს აკეთებენ. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით უნებართვოდაა გაკეთებული" - თქვა მჟავანაძემ,

ცნობისათვის ამ დღეებში ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ცენტრში როგორც აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით, რამდენიმე ათეული მრავალწლოვანი ხე მოჭრეს. ხელისუფლების მტკიცებით ხეები იმიტომ მოიჭრა რომ ნაძვი მეწყერულ პროცესებს ხელს უწყობს და მის ნაცვლად კაკალი უნდა დაირგოს.

'.$TEXT['print'].'