ხელისუფლება: "ეს ხეები ხელს უწყობენ მეწყერს და ამიტომ მოვჭარით და ყველა ასეთ ხეს მოვჭრით"
ავტორი: გურიის მოამბე
ხელისუფლება: "ეს ხეები ხელს უწყობენ მეწყერს და ამიტომ მოვჭარით და ყველა ასეთ ხეს მოვჭრით"

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს მოჭრილი ხეები ადგილზეა, არავის წაუღია და არც არავინ აპირებს წაღებას, მას ან ბარს გადასცემენ ან კიდევ გაჭირვებულის ოჯახს, მეორე და მტავარი, გვაქვს გეოლოგების დასკვნა, რომ ეს მეწყერსაშისი ზონაა, ამ ხეებს კი ფესვები არა აქვს და ქარში უცებ შესაძლოა მოითხაროს და დაეცეს რომელიმე შენობას, ბარს მაგალიტად, სწორედ ამ უსაფრთხოების მიზნით ხდება ამ ხეების მოჭრა და შემდეგ დავიწყებთ მის ცანაცვლებას ან კაკალით ან კიდევ აკაციით"-უთხრა დღეს, ადგილზე მისულ "გურიის მოამბეს" აცანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ემზარ თედორაძემ.

მისივე განცხადებით, ყველა ამ სამუშაოზე არსებობს სპეციალური ნებართვები:"მე მეტსაც გეტყვით, ვარ იმის მომხრე რომ სადაც კი ეს ხეები, კედარი, საფრთხეს უქმნის შენობებს, ყველგან უნდა მოიჭრას და დავრგოთ აკაცია ან კაკალი."-გვითხრა ადგილობრივმა დეპუტატმა.

"შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ხეები არის მეწყრული პროცესების ხელშემწყობი და ამიტომ მოვჭერით, მივმართავ ოპოზიციას, სანამ ამ თემებზე ისაუბრებენ მანამ სპეციალსტებთან გაიარონ კონსულტაციები" - თქვა თედორაძემ საუბრის დასასრულს.

ცნობისათვის: ამ დღეებში ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ცენტრში როგორც აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით, რამდენიმე ათეული მრავალწლოვანი ხე მოჭრეს. ხელისუფლების მტკიცებით ხეები იმიტომ მოიჭრა რომ ნაძვი მეწყერულ პროცესებს ხელს უწყობს და მის ნაცვლად კაკალი უნდა დაირგოს

მომხდარს აპროტესტებს ადგილობრივი ოპოზიცია და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დაინტერესდნენ მომხდარით და დაიწყონ გამოძიება

'.$TEXT['print'].'