აცანაში ხეების მასიური მოჭრით გარემოს დაცვის ინსპექცია დაინტერესდა
ავტორი: გურიის მოამბე
აცანაში ხეების მასიური მოჭრით გარემოს დაცვის ინსპექცია დაინტერესდა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ცენტრში მოჭრილი რამდენიმე ათეული მრავალწლოვანი კედარით გარემოს დაცვის ინსპექცია დაინტერესდა.

აღნიშნული სამსახური ხეების მოჭრის კანონიერებას სწავლობს.

"გედეის" თანამშრომლებმა "გურიის მოამბესთან" კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს, თუმცა პირად საუბრებში თქვეს, რომ უწყება აცანაში ხეების მოჭრაზე მოკვლევას აწარმოებს.

ცნობისათვის: ამ დღეებში ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ცენტრში როგორც აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით, რამდენიმე ათეული მრავალწლოვანი ხე მოჭრეს. ხელისუფლების მტკიცებით ხეები იმიტომ მოიჭრა რომ ნაძვი მეწყერულ პროცესებს ხელს უწყობს და მის ნაცვლად კაკალი უნდა დაირგოს

მომხდარს აპროტესტებს ადგილობრივი ოპოზიცია და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დაინტერესდნენ მომხდარით და დაიწყონ გამოძიება

'.$TEXT['print'].'