ექსკლუზივი: სურსათის უვნებლობას გურიაში შალვა პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: სურსათის უვნებლობას გურიაში შალვა პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს

წარმოშობით მცხეთელი შალვა პეტრიაშვილი გურიის სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" საკუთარმა წყარომ აცნობა.

როგორც ჩვენ გვატყობინებენ ამ წუთებში პეტრიაშვილი სოფელ მერიაში ფერმერულ ცენტრში იმყოფება და მას რამდენიმე წუთში ადგილობრივ "სუსში" წარადგენენ.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს პირველ შეხვედრას ხელმძღვანელი არა საკუთარ თანამშრომლებთან, ან კიდევ საზოგადოებასთან, არამედ 'სუსში" გამართავს.

არსებული ინფორმაციით მისი წარდგენაც პირველ რიგში სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შედგება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას "თაღლითობაზე" იყო ნასამართლევი, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება რედაქციამ ამ წუთისათვის ვერ შეძლო და მისი როგორც დადასტურება ასევე უარყოფა ვერ ხერხდება.

ცნობისათვის: აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური გასული კვირის მიწურულიდანაა, მას შემდეგ რაც ის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინი შეწირულმა დატოვა.

'.$TEXT['print'].'