პროკურატურა ლანჩხუთის გამგებლისათვის ბრალის წასაყენებლად ემზადება
ავტორი: გურიის მოამბე
პროკურატურა ლანჩხუთის გამგებლისათვის ბრალის წასაყენებლად ემზადება

გაუყენებენ თუ არა ზაზა ურუშაძეს "ერმაკოვის გზას"

როგორც "გურიის მოამბისათვის" გახდა ცნობილი შესაძლოა გენერალურმა პროკურატურამ ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებისათვის წაუყენოს.

ამის შესახებ რედაქციას კონფიდენციალურმა წყარომ ლანჩხუთის მერიიდან, აცნობა.

მისივე ცნობით, ლანჩხუთის ექს გამგებელ ურუშაძეს კონკრეტულად შესაძლოა ბრალი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების მითვისებისათვის წაუყენონ.

კონკრეტულად საქმე სოფელ აცანაში, აცანის ადმინისტრაციული შენობის გვერდით გამოყოფილი მეწყერსაწინააღმდეგო პროექტისათვის გამოყოფილ მილიონ ნახევარ ლარს ეხება.

როგორც წყარო იტყობინება ამ ტანხის დიდი ნაწილი ურუშაძემ კურორტ გრიგოლეტში საკუთარი ვილების ასაშენებლად გადაისროლა, ხოლო აცანაში მილიონნახევარი ლარიდან მხოლოდ ერთი 50 მეტრი სიგრძის რკინისბადიანი ღობე გაკეთდა.

იმავე წყაროს ცნობით ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი კურორტ გრიგოლეთში სამ სამსართულიან ვილას ფლობს, ყველა მათგანი ერთ საცხოვბრებელ ეზოშია და მის სახელზეა რეგისტრირებული.

ეს ამბავი მას შემდეგ გახდა აქტუალური როცა სოფელ აცანის ადმინისტრაციულ ცენტრთან, იმავე ადგილას სადაც ურუშაძის გამგებლობისას მილიონნახევრიანი პროექტი განხორციელდა, მეწყერსაშიში ღონისძიებების გასატარებლად კვლავ თანხების გამოყოფა გახდა საჭირო.

კერძოდ, როგორც რამდენიმე ათული მრავალწლოვანი ხის მოჭრის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხეების მოჭრა აცანის ცენტრში აუცილებელი გახდა მეწყერსაშიში პროცესების განვიტარების შესაჩერებლად.

ისმის კითხვა, ძთუ სოფლის ცენტრში მეწყერთან ბრძოლას ყველა კედარისა და კვიპაროსის ჯიშის მრავალწლოვანი ნარგავი შეეწირა, მაშინ რა საჭირო იყო იგივე მიზნისათვის მილიონნახევარი ლარის "მიწაში გაშვება"?

როგორც გვიმტკიცებენ, ამ კითხვებს შეეცდებიან პროკურატურაში უპასუხონ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, გივი ცინცაძე "გურიის მოამბესთან" ამბობს, რომ პროკურატურას ურუშაძესთან სხვა კითხვებიც უნდა ჰქონდეს. 

"ლანჩხუთის "გურია"-ს პრეზიდენტი რომ ბრძანდებოდა, 7 მილიონი შეიჭამა, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგ საქმეს რატო არ იძიებენ სად და ვის ჯიბეში წავიდა 7 მილიონი?

და ისიც საკითხავია, 2013 წლიდან 2017 წლამდე გამგებლობის პერიოდში ორი სასტუმრო, რომ აიშენა გრიგოლეთში, გამგებლოს ხელფასით გააკეთა ამდენი რამ"?-გვითხრა ცინცაძემ.

 

'.$TEXT['print'].'