ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

სიცოცხლე თვითმკვლელობით 24 წლის, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მაჩხვარეთში მცხოვრებმა ახალგაზრდამ დაასრულა.

ჩვენი ინფორმაციით,  ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი პირველად დედამ ნახა.

სოფლის მაჟორიტარის გოდუნა ქურიძის თქმით, დიდი ხანი არ არის რაც  ოჯახი  სოფელში დასახლდა:

„11 დედმამიშვილიანი ოჯახია. ერთ-ერთმა ფონდმა შეუძინა სახლი რამდენიმე წლის წინ. მშრომელი ოჯახია ნამდვილად. საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობდნენ. მამამისი სულ მუშაობას, რათა ოჯახი გამოკვებოს. ვერ გეტყვით რა მოხდა. მიზეზები ჩემთვის უცნობია. როგორც ვიცი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული და ალაბთ, დაადგენენ რა მოხდა“ თქვა მაჟორიტარმა.

'.$TEXT['print'].'