ბიძინა ივანიშვილმა გურიის შავიზღვისპირა ზოლი ორად გაყო
ავტორი: გურიის მოამბე
ბიძინა ივანიშვილმა გურიის შავიზღვისპირა ზოლი ორად გაყო

გურიის შავიზღვისპირა კურორტები ურეკი და შეკვეთილი სანაპირო ზოლით ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირდებიან.

ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც იმ მონაკვეთზე, სადაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს და ამ უკანასკნელმა დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღება გადაწყვიტა.

დღეისათვის, ქვეყნის არაფორმალური მმართველის მითითებით, მის საცხოვრებელი სახლის გასწვრივ ნახევარი კილომეტრ სიგრძეზე სახლსა და შავ ზღვას შორის არსებულ დაახლოებით 20 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლს უკვე მეოთხე დღეა სპეცტექნიკა იღებს.

ივანიშვილის მიზანი მის საცხოვერებელ სახლთან ზღვის მიყვანაა.

ეს ყველაფერი კი ოლიგარქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეკვეთილის აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციოს დამატებით, ყოველდღიური აქციები, "გააღვიძე ოლიგარქი" დაიწყეს.

"გააღვიძე ოლიგარქის" ფარგლებში ყოველ დღე, ღამის 11 საათზე რამდენიმე ათეული მოხალისე ივანიშვილის სახლთან ზღვის მხრიდან მიდიოდნენ და საყვირებითა და მეგაფონებით, ასევე ფეიერვერკებით, ივანიშვილისაგან გახარიას გადაყენებას მოითხოვდნენ

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ივანიშვილი არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი და მისი ნების გარეშე ვერცერთი სახელმწიფო სტრუქტურა გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

აქციის მონაწილეები დღეიდან ოლიგარქის სახლთან მიახლოებას ვეღარ შეძლებენ, რადგან იმ მიწაზე, სადაც აქციები ტარდებოდა, უკვე ზღვაა მიყვანილი.

სწორედ ამ აქციებს უკავშირებენ მისი მონაწილეები იმ სამუშაოებს, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო და რომელმაც გურიის შავიზღვის სანაპირო ორად გაყო.

'.$TEXT['print'].'