კურორტ გრიგოლეთიდან ტურისტები გარბიან - რატომ არ ასუფთავებს ლანჩხუთის მერია სანაპირო ზოლს
ავტორი: გურიის მოამბე
კურორტ გრიგოლეთიდან ტურისტები გარბიან - რატომ არ ასუფთავებს ლანჩხუთის მერია სანაპირო ზოლს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა შავიზღვისპირა კურორტ შეკვეთილიდან ტურისტები და დამსვენებლები გარბიან;

"უკვე მესამე დღეა აქ ზღვაზე გასვლა შეუზლებელია, სანაპირო სავსეა ზღვიდან გამორიყული ნაგავით, ათასჯერ დავრეკეთ ლანჩხუთში - თუმცა არანაირი შედეგი-ლანჩხუტის მერიიდან დაგვცინეს კიდეც" - განუცხადა "გურიის მოამბეს" ერთ ერთმა ტურისტმა, რომელიც გრიგოლეთში დასასვენებლად შუააზიის ქვეყნიდან, კონკრეტულად კი ყაზახეთიდან ჩამოვიდა.

რამდენიმე სხვა დამსვენებელმა გრიგოლეტში არსებული მდგომარეობა ვიდეოზე გადაიღო და სოციალური ქსელებითაც გაავრცელა, საიდანაც ნათლად ჩანს თუ რა კატასტროფული მდგომარეობაა გრიგოლეთში.

"ამ ნაგავის უმრავლესობა სამი დღის წინ  ზღვამ შტორმის დროს გამორიყა, არც მანამდე გვაკლდა ეს ბედნიერება, მაგრამ ახლა უკვე აქ სრული კატასტროფაა, მე პირადად დავრეკე ლაჩხუთის მერიაში, ასევე დასუფთავების სამსახურში, თუმცა შედეგი ნული"-გვითხრა ერთერთმა ადგილობრივმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'