ლანჩხუთში მოედანს გურული მხედრების სახელი მიენიჭა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში მოედანს გურული მხედრების სახელი მიენიჭა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება და მხარი დაუჭირა ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მოედნისთვის გურული მხედერების სახელის მინიჭებას.

ინიციატივა ელექტრონული პეტიციის სახით, მწერლისა და რეჟისორის, ირაკლი მახარაძის ავტორობით დარეგისტრირდა საკრებულოში.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1% – მა ხელმოწერებით გამოხატა ნება, რომ ლანჩხუთში, საიდანაც იყვნენ გურული მხედრების უმეტესობა,  მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ეწოდოს გურული მოჯირითეების სახელი და დაიდგას ბრინჯაოს კომპოზიცია.

პეტიცია თავის დროზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ პეტიციის ავტორთან და დაინტერესებული პირებთან ერთად განიხილა. დადებითად შეფასდა როგორც საკრებულოს, ასევე სამთავრობო კომისიების მხრიდან.

როგორც აღინიშნა, ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა გურული მხედრების მიმართ, ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანი ფაქტია, ქალაქიც გალამაზდება და ასევე ღირშესანიშნაობაც იქნება ჩამოსული სტუმრებისათვის.

,შემდეგი ნაბიჯი იქნება მოედანზე მონუმენტის დადგმა. ქანდაკების მაკეტი უკვე მზადაა. ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია

და მოიზიდავდა უამრავ დამთვალიერებელს. განსაკუთრებით უცხოელ ვიზიტორებს დააინტერესებს მხედრების ისტორია. ლანჩხუთელებმა პირველებმა გაჭრეს ფანჯარა დასავლეთში და ეს არის უძველესი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დადასტურებული ისტორია“, აღნიშნა პეტიციის ავტორმა.

'.$TEXT['print'].'