5 წლიანი სასამართლო დავა დასრულდა - კახა ასკურავა ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს
ავტორი: გურიის მოამბე
5 წლიანი სასამართლო დავა დასრულდა - კახა ასკურავა ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სასამართლო დავა ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის და ამავდროულად ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერის კახა ასკურავას წინააღმდეგ.

"ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, პროკურატურა ძალადობაში და ხულიგნობაში ადანაშაულებდა და მის დასჯას მოითხოვდა.

თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ასკურავა გაამართლეს.

გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევეაში, კონკრეტულ სანქციას უკვე მოსამართლე განიხილავდა, თუმცა ასკურავას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდებოდა.

ამ გადაწყვეტილებით ასკურავა მინიმალური მოსალოდნელი სასჯელიდანაც განტავისუფლდა და სადეპუტატო მანდატიც შეინარჩუნა.

2014 წელს ასკურავას, მაშინდელმა კოლეგამ ლანჩხუთის საკრებულოდან "გურიის მოამბეს" ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც შემდეგ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პროკურატურა მიიჩნევდა რომ ასკურავა კაბინეტში შეუვარდა კლოლეგას და მიაყენა მას სიტყვერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ასკურავა კი ამას კატეგორიულად უარყოფდა.

ასკურავას ინტერესებს სასამართლოში ნიკოლოზ ალთუნაშვილი იცავდა.

სურათი სასამართლო დარბაზიდან: კახა ასკურავა ნიკოლოზ ალთუნაშვილთან ერთად სასამართლო დარბაზში;

'.$TEXT['print'].'