ლანჩხუთელთა რეკორდი და ერთი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგამდე
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთელთა რეკორდი და ერთი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგამდე

14 და 15 სექტემბერს, საქართველოს ქალთა ლიგის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს, ამ მატჩამდე, გათამაშების ლიდერი „ნიკე“ და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფი „ლანჩხუთი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, რაც ქალთა ლიგის გათამაშების ერთგვარი რეკორდია.

2019 წლის სეზონზე, „ნიკე“ სწორედ „ლანჩხუთთან“ მოგებული თამაშის გამო, ჩემპიონატს დაკარგული ქულების გარეშე ლიდერობდა და ამ შეხვედრაში გამარჯვების, ანდა სულაც ფრედ თამაშის შემთხვევაში, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაცვას ახერხებდა. „ლანჩხუთს“ კი, ქალთა ლიგის გათამაშებებში, პირველი ტიტულის მოსაპოვებლად, უშუალო მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურის ცენტრალური დაპირისპირება დაძაბულად, საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა. თავდაპირველად ანგარიშს გახსნის საშუალება ჰქონდათ სტუმრებს, თუმცა თბილისელებმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. მომდევნო მომენტში კი, ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ააცილეს კარს. თუმცა, ამ მომენტების შემდეგ გურულებმა სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და პირველ დაიმში 2 ბურთის გატანა მოახერხეს. დუბლი, ხატია ჭყონიამ შეასრულა. მეორე ტაიმში „ლანჩხუთმა“ ანგარიში გაზარდა და „ნიკეს“ თამაშის გადარჩენის იმედები გადაუჭრა, გოლი, მარიამ კალანდაძემ გაიტანა თუმცა, ლიზი მწყერაშვილმა, პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. შეხვედრა „ლანჩხუთის“ გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

ტურის დანარჩენ შეხვედრებში, „მართვემ“ ადვილად მოახერხა „ზარზმას“ დამარცხება, ანგარიშით 6-0.

მეგრულ დერბიში, ხობის ცენტრალურ სტადიონზე „კოლხეთმა“ 7-1 დაამარცხა „სამეგრელო“.

ფრედ, 2-2 დასრულდა შეხვედრა გონიოს ცენტრალურ სტადიონზე, ბათუმის „დინამოსა“ და „ზარზმას“ შორის.

ხოლო,, მე-17 ტურის ბოლო მატჩში, თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე, „ნორჩმა დინამომ“ 3-1 დაამარცხა ხაშურის „ივერია“.

ქალთა ლიგის გათამაშების ბოლო ტური, 20 სექტემბერს გაიმართება. სწორედ, ამ დღეს გაირკვევა საბოლოოდ ქვეყნის ქალთა ლიგის, რიგით მეოთხე გათამაშების გამარჯვებულის ვინაობაც. ბოლო ტურის წინ, გათამაშების ბომბარდირთა დავას 31 გოლით „ლანჩუხთის“ ფეხბურთელი, თამრიკო სალუქვაძე ლიდერობს.

ქალთა ლიგამეორე წრემე-17 ტური

ქსკ დინამო ბათუმი - ქსკ გორი იუნაიტედი 2-2 (1-0)

გონიოს ცენტრალური სტადიონი 13:00

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ლიკა აბაშიძე, ნათია თავართქილაძე, თამრიკო ყურაშვილი, ლინდა ანთაძე, თამარ დოლიძე, გვანცა დოლიძე, მარიამ ართმელიძე (88’), ლიზი დიასამიძე, თათია შაინიძე,

შეცვლა: 88’ ნინი ბერიძე

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა აბაშიძე

ქსკ გორი იუნაიტედი: მარი მელაძე, ნინო ფერაძე, ნინო ჯანეზაშვილი, მარიამ ბასილაძე, თამარ ახობაძე, ნატო კევლიშვილი, მაია ნასყიდაშვილი, ანა კულდონაშვილი, ნინო ჩანგელია, თამარ ბუდედაშვილი, ეთერ სულაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვოქსკ დინამო ბათუმი

გოლები: 33’/85’ თათია შაინიძე, 75’ ანა კულდონაშვილი, 79’ ეთერ სულაშვილი

გაფრთხილება: 59’ ლინდა ანთაძე, 75’ ანა კულდონაშვილი, 79’ მარიამ ართმელაძე

მსაჯები: ბაქარ ბრეგაძე, ლევან ჩორგოლაშვილი, თეონა სტურუა (საქართველო)

ქსკ მართვე - ქსკ ზარზმა 6-0 (2-0)

ქუთაისი, საფეხბურთო კლუბი „ტორპედოს“ ბაზა, 13:00

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თამთა ცაგურია, მარიამ ჟორჟოლიანი, მარიამ შონია, ნატა სამხარაძე, ეკატერინე ჩირგაძე, ქეთევან ცაავა (73’), ლიზი კანდელაკიშვილი (46’), ანა ჯანელიძე, თამთა შენგელია, ანა სინატაშვილი

შეცვლა: 46’ მარიამ ხარგელია, 73’ ანი კიკნაძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, თინათინ ბლუაშვილი, ნათია კურტანიძე, ლიკა მარკოიძე, ბელა ზაზაძე, ანი კვახაჯელიძე, ნილა ბლუაშვილი, სოფიკო დევნოსაძე, ანა ივანიძე (74’), მარიამ ოთანაძე, ანა ბებნაძე (66’)

შეცვლები: 66’ ნინო ზუმბაძე, 74’ ქეთი ასპანიძე

მთავარი მწვრთნელი: ოთარ მაისურაძე,

გოლები: 2’ / 35’/ 67’/ 77’/ 86’ თამთა შენგელია, 64 ანა ჯანელიძე

გაფრთხილება48’ მარიამ ხარგელია

მსაჯები: სოფიკო რიჟამაძე (ბათუმი), ერიკ მერაბიანი (გორი), ვიკა სახურია (ხობი)

ქსკ ლანჩხუთი - ქსკ ნიკე 3-1 (2-0)

ლანჩხუთი, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი, 17:00

ქსკ ლანჩხუთი: თათია გაბუნია, ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, ირინა ხაბურზანია, თამრიკო სალუქვაძე (83’), მარიამ დანელია, სალომე გასვიანი, ხატია ჭყონია, სალომი დიმოპულო (44’), მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე

შეცვლა: 44’ ნინო გუჯაბიძე, 83’ ნათელა წოწერია

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

ქსკ ნიკე: ანასტასია კლიმოვა, კატერინა გონჩაროვა, სოფიკო ნარსია, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ნათია დანელია, გვანცა ქადაგიშვილი, მეგი ეჯიბია (35’), ანასტასია ბოლქვაძე (69’), ანა ჯოჯუა (62’), ანი აკობიძე

შეცვლა: 35’ ამალია ხანდაზიანი, 62’ მარიამ კომლაძე, 69’ ანიუტა გალსტანიანი

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

გოლები: 26’ / 43’ ხატია ჭყონია, 49’ მარიამ კალანდაძე, 60’ ლიზი მწყერაშვილი

გაფრთხილება11’ ანა ჯოჯუა, 38’ ირინა ხაბურზანია, 65’ ნინო ჩხარტიშვილი, 80’ თეონა თოდაძე, 90’+4 ხატია ჭყონია

მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი (ქუთაისი), ალექსანდრე თავაძე, ვახტანგ რუხაია, ტარიელ რუხაია (სამივე სამტრედია), ირაკლი ხერხაძე, ბექა კუნჭულია (ორივე ქუთაისი)

ქსკ კოლხეთი - ქსკ სამეგრელო 7-1 (3-0)

ხობის ცენტრალური სტადიონი, 17:00

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე, მანონი საღარაძე, მარი ჯანჯარია (64’), სალომე თოდუა, ანა წულაია, ნატა კვირკვაია (78’), თათია ჟიშქარიანი, მარიამ გოროზია (74’), მანანა ვაშაკიძე (37’)

შეცვლა: 37’ ლანა ჯიქია, 64’ მარიამ გაგუა, 74’ მაკრინე ლომაია, 78’ ჯულიანა ჯიქია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

ქსკ სამეგრელო: ხატია სორდია, ვიკა გვასალია, თამარ მოდებაძე, ქეთა ქოქოლაძე, ელვინა მანჯგალაძე, გვანცა პაპასკირი, ანა გაბედავა, სოფო კვარაცხელია, ილონა შენგელია, თამარ ახალაია, სალომე ლაგვილავა

მთავარი მწვრთნელი: პროკოფი ჯალაღონია

გოლები5’/ 37’ ანა წულაია, 32’ ნატა კვირკვაია, 51’/ 82’ სალომე თოდუა, 65’ (ს.კ.) თამარა ახალაია, 78’ მანონი საღარაძე, 88’ სოფო კვარაცხელია

გაფრთხილება: 35’ ანა გაბედავა, 82’ ვიკა გვასალია

მსაჯები: აკაკი ფარჯიკია, გიორგი ქირია, თედო ჯგერენაია (ყველა ზუგდიდი)

ქსკ ნორჩი დინამო - ქსკ ივერია 3-1 (3-0)

თბილისი, შრომითი რეზერვების სტადიონი, 13:30

ქსკ ნორჩი დინამო: სვეტლანა გაბელია (67’), ნინო გურიელიძე, მარიამ ჯანიკაშვილი, სოფიო ოსიაშვილი (51’), ანა მოზაიძე, ელენე კახნიაშვილი, ნინო ჯგუშია (48’), ნადეჟდა ნაკვეთაური (68’), ეკატერინე ხარაიშვილი, ანი მინაძე, მარინა გასუმოვა (57’)

შეცვლა: 48’ ნინო ჭუჭულაშვილი, 51’ელენე რაუხი, 57’ანი ძაძუა 67’ ანანო ვაშაყმაძე

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, მარიამ მეტრეველი, მარიამ დოიჯაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნატო მაზიაშვილი, ლალი გორგაძე, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გელაშვილი, ნინო გელაშვილი, სალომე გამრეკელი

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

გოლები8’ ნინო გურიელიძე, 26’ ლალი გორგაძე, 37’ ნადეჟდა ნაკვეთაური, 66’ ირმა ლომიძე

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი), გიორგი ლანჩავაშვილი (ბორჯომი)

GFF.GE

'.$TEXT['print'].'