თეა იოსელიანი:"ვიმყოფები თბილისში და ვხვდები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - შსს განცხადება ჩემთვის მოულოდნელობა იყო"
ავტორი: გურიის მოამბე
თეა იოსელიანი:"ვიმყოფები თბილისში და ვხვდები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - შსს განცხადება ჩემთვის მოულოდნელობა იყო"

"შსს-ს განცხადება საქმის გახსნასთან დაკვშირებით, ჩემთვის მოულოდნელობა იყო. მე ვიმყოფები თბილისში და ვხვდები პარლამენტარებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დამიკავშირდა გამომძიებელი და მთხოვა პოლიციაში დღეს მივსულიყავი თუმცა მასაც ავუხსენი ზემოაღნიშნული მიზეზის გამო რომ ამას ვერ მოვახერხებდი. მითხრა რომ პროკურატურამ დაზარალებულად მცნო. ეს იყო და ეს. ხვალ მივალ პოლიციაში და ვეცდები მეტი დეტალი გავიგო" -განუცახად "გურიის მოამბეს" რედაქტორმა თეა იოსელიანმა რედაქციას შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტარისას.

იოსელიანი ვერ ხსნის თუ რატომ დაემტხვა პოლიციის განცხადება მის თბილისში ვიზიტს და მაღალ დონეზე შეხვედრებს, თუმცა იმედოვნებს რომ პოლიცია საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გაირკვევა დანაშაულის როგორც მოტივი ასევე ის, თუ ვინ დგას ამ ადამიანის უკან და რა ინტერესები ამოძრავებდა მას:

"მთავრია გაირკვეს დანაშაულის მოტივი, ვინ დგას ამ ადამიანის უკან და რა ინტერესები ქონდა მას, იყო თუ არა ეს ინტერესი პოლიტიკური, ან იმართებოდა თუ არა დაკავებული ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფებიდან" - გვითხრა იოსელიანმა.

ცნობისათვის; რამდენიმე წუთის წინ შსს გაავრცელა განცხადება საიდანაც ცნობილი ხდება რომ "გურიის მოამბეს" რედაქტორზე განხორციელებული მუქარის ავტორის ვინაობა დადგენილია და მან დანაშაული აღიარა.

გთავაზობთ შსს განცხადებას.

გურიის პოლიციამ „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის პოლიციამ „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

'.$TEXT['print'].'