პარლამენტარი ნინო წილოსანი საკუთარი უვიცობის დემონსტრირების გამო დაცინვის ობიექტი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
პარლამენტარი ნინო წილოსანი საკუთარი უვიცობის დემონსტრირების გამო დაცინვის ობიექტი გახდა

ლანჩხუთი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო წილოსანი სოციალურ ქსელ ფეიბუკში გამოქვეყნებული პოსტის გამო საზოგადოების მხრიდან ქილიკის ობიექტი გახდა.

საქმე ისაა რომ ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრებით მოითხოვა პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების წესში ცვლილებების შეტანა და კომისიის გაუქმება.

ქილიკი კი იმან გამოიწვია რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ დროისათვის შეწყალებას ერთპიროვნულად ახორციელებს და არავითარი წესი და დადგენილება რომელიც ამ შეწყალებას დაარეგულირებს არ არსებობს ისევე როგორც არ არსებობს კომისია:

"პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება პირადად ჩემთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული დაუყოვმებლივ უნდა დაითხოვოს ის ადამიანები (კომისია), რომლის მსიბუქად რომ ვთქვათ დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა მოხდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში. საზოგადოების აღშფოთება სრულიად სამართლიანია." - წერს წილოსანი.

განსაკუთრებული უარყიფითი რეაქცია წილოსანის სიტყვათა წყობას "მოხდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში" - მოყვა.

სოციალურ ქსელში უმრავლესობა გამოთქვამს მოსაზრებას რომ ამ პოსტით წილოსანმა საკუთარი არაკვალიფიციურობა და განათლების დეფიციტი დაადემონსტრირა.

'.$TEXT['print'].'