დღეს ლანჩხუთში ევროპის სპორტის კვირეულმა სტარტი აიღო
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ლანჩხუთში ევროპის სპორტის კვირეულმა სტარტი აიღო

დღეს ლანჩხუთში სტარტი აიღო ევროპის სპორტის კვირეულმა.

საზეიმო გახსნაზე მონაწილეებს და ლანჩხუთელებს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები მიესალმნენ.

კარატისა და სპორტული ცეკვების წრეების ბავშვებმა სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი ჩვენება გამართეს.

საზეიმო გახსნის შემდეგ მოეწყო მართონი 1200 მეტრ სიგრძეზე, რომელშიაც გამარჯვება ლუკა მანიამ მოიპოვა, მეორე ადგილზე ლუკა ფირცხალაიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ვეფხვია ბეროზაშვილს ხვდა წილად.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს შეუერთდა.

ევროპის სპორტის კვირეულში მონაწილეობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი უკვე მეორე წელია იღებს.

კვირეული 30 სექტემბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.

ლანჩხუთში ევროპის კვირეული მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.

“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.

'.$TEXT['print'].'