ადიკო ივანიშვილი გურიაში უკანონოდ მოქმედ კარიერებს აკონტროლებს? -ივანიშვილების "ახალი ბიზნესი"
ავტორი: გურიის მოამბე
ადიკო ივანიშვილი გურიაში უკანონოდ მოქმედ კარიერებს აკონტროლებს? -ივანიშვილების "ახალი ბიზნესი"

გურიის მხარეში მოქმედ კარიერებზე, რომლებიც ამ დროისათვის უკანონოდ ფუნქციონირებენ, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი აკონტროლებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

რედაქციას, მოწოდებული ინფორმაცია მდინარე სუფსაზე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა  და ჩხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მოქმედ ერთ- ერთ კარიერზე დაუდასტურეს, რომ ახალი  კარიერი სულ რაღაც 4 დღეა რაც ფუნქციონირებს და მან ადგილობრივებს უკვე სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

აღნიშნული კარიერიდან ინერტული მასალით ხდება რამდენიმე ობიექტის მომარაგება, მათ შორის ბახვი ჰესისა და გრიგოლეთი -ურეკის ავტობანის  მშენებლობებზე.

აქედან გამომდინარე, თავი რომ დავანებოთ იმ ზარალს, რომელიც ამ მონაკვეთზე მდინარე სუფსას მიადგება, ადგილობრივების მტკიცებით, მთლიანად გამოიყვანს მწყობრიდან საავტომობილო გზას ჩოხატაური- მთისპირისა (ბახვის ცათვლით) და ჩოხატაური- ურეკის (მელექედური, სოფელ ოზურგეთი, გურიანთა, მერია, ნატანები) მთელ მონაკვეთზე.

ადიკო ივამიშვილი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ოზურგეთის მერიამ, მიუხედავად გაცემული ლიცენზიებისა, თავის ტერიტორიაზე არსებულ მდინარეებზე; ნატანები, სუფსა, ბჟუჟი, აჭი, ინერტული მასალების მოპოვება აკრძალა, რადგან, მათი ზედამხედველობის სამსახურის მტკიცებით, ლიცენზიის მფლობელი კომპანიები ინერტულ მასალას კანონის დარღვევით იპოვებდნენ და მათ ქვიშა -ხრეში ლიცენზიით არსებული ქვოტის აშკარა დაღღვევით, ხშირ შემთხვევაში 5-- და მეტი პროცენტიანი ცდომილებით გაჰქონდათ ისე რომ კომპანიებში არანაირ აღმრიცხველიანობა არ აწარმოებდნენ.

რაც შეეხება ადიკო ივანიშვილს, ის საქმეში, კონფიდენციალური ინფორმაციით, სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ, მას შემდეგ ჩაერთო, რაც მას ლიცენზიების მფლობელებმა, რომლებსაც არ ეძლევათ ინერტული მასალების მოპოვების უფლება ზემოთ ჩაამოთვლილი მიზეზების გამო, მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილების კუთვნილი კარიერი ზუსტად ოზურგეთისა და ჩოხატაურის საზღვარზე მდებარეობს, რის გამოც ორთავე მუნიციპალიტეტი მის "მოღვაწეობაზე" პასუხისმგებლობას იხსნის.

ცნობისათვის: მესამე წელია გურიის სოფლებში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები ინერტული მასალების უკონტროლო და წესების დაცვის გარეშე მოპოვების გამო.

სოფლებში მოსახლეობა ჩივის, რომ ქვიშა- ხრეშის მასიური გატანის გამო, სერიოზული პრობლემები შეექმნათ. პირველ რიგში არტეზიულ ჭებში წყლები შრება, ზიანდება საცხოვრებელი სახლები, ნადგურდება მდინარეების ბჟუჟის, ნატანების, აჭისა და სუფსის ხეობები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი საძოვრების გარეშე რჩება.

უხეში გაანგარიშებით, ბოლო 7 წელიწადში გურიაში უკანონოდ მოპოვებული ინერტული მასალით, რომლის უკანაც აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში კრიმინალური ავტორიტეტები დგანან, ამ დაჯგუფებებმა ას მილიონ ლარამდე თანხები მიითვისეს. შედეგად კი, გავერანდა ხეობები, მოსახლეობა კი წყლისა და გზის გარეშე დარჩა.

ხშირია შემთხვევები, როცა კარიერის ირგვლივ მცხოვრებლებს, მსხვილგაბარიტიანი მანქანების ინტენსიური გადაადგილებების გამო საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა ჩოხატაურის, ან კიდევ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა (გასარკვევია ვის ტერიტორიაზეა აღნიშნული კარიერი) ისევე მოექცეს ადიკო ივანისვილს, როგორც ყველა სხვა მეწარმეს, რომლებსაც, ადგილობრივების საპროტესტო გამოსვლების შემდეგ აეკრძალათ ინერტული მასალის მოპოვება.

თავისთავად, თავისი სიტყვა ეთქმით სოფელ ბუკნარის (ჩოხატაური) და ოზურგეთის სოფლების; ნაგომარის, ძიმითის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და აკეთის (ლანჩხუთი) მოსახლეობასაც.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მდგომარეობას ის ართულებს, რომ ადგილზე მისულ ლანჩხუთის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს ადიკო ივანიშვილის მხარე ეუბნება, რომ ტერიტორია ჩოხატაურს ეკუთვნის, ჩოხატაურის ზედამხედველობას კი უმტკიცებენ,  რომ ოზურგეთის საკუთრებაა, ოზურგეთელებს კი ლანჩხუთისაკენ უთითებენ.

თავის მხრივ, კომისიის შექმნასა და ადგილმდებარეობის დაზუსტებას, შესაბამისად საჯარიმო სანქციების დაწესებას ვერცერთი მუნიციპალიტეტი, ბიძინა ივანიშვილის შიშით ვერ ბედავს. 

როგორც ჩვენ გვეუბნებიან, ეს არ არის ერთადერთი კარიერი, რომელიც ადიკო ივანისვილს ეკუთვნის, ის კიდევ რამდენიმე კარიერს აკონტროლებს მდინარეებზე ნატანები და სუფსა, (სოფლებში მერია (ოზურგეთი) და სუფსა (ლანჩხუთი).

'.$TEXT['print'].'