ლანჩხუთში ავტობანზე მომუშავე მუშების გაფიცვა მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში ავტობანზე მომუშავე მუშების გაფიცვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში (სუფსის თემი), წითელი ხიდი სარფის მშენებარე ცენტრალური ავტომაგისტრალის სუფსის მონაკვეთზე მომუშავე მუშების გაფიცვა მიმდინარეობს.

როგორც ერთ ერთმა გაფიცულმა მუშამ "გურიის მოამბეს" სატელეფონო საუბარში უთხრა, ამ წუთებში მსენებარე ავტობანის ამ, სუფსის, მონაკვეთზე მომუშავე 30 - მდე მუშა, ჩინური კომპანიის ოფისთან, სოფელ ახალსოფელში არიან შეკრებილები.

მუშები გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩივიან და ამ მონაკვეთზე (სუფსა) მომუშავე ჩინური კომპანიისაგან ყოველდღიური ანაზღაურების 5 ლარით გაზრდას მოითხოვენ:

"ვაპროტესტებთ გაუსაძლის სამუშაო პირობებს, ვითხოვთ რომ ჩვენი დღიური ანაზრაურება 20 ლარიდან გაიზარდოს 25 ლარამდე, თუმცა უარს გვეუბნებიან და იძულებული ვხვდებით შევწყვიტოთ მუშაობა. ჩვენ მშენებარე ავტობანზე ხიდებსა და მილხიდებს ვაკეთებთ, ყოველდღე 9 საათს ვმუშაობთ, გაუსაძლისი პირობებია, ვითხოვთ ყოველდღიური ანაზღაურების 5 ლარით გაზრდას" - გვითხრეს გაფიცულებმა.

გაფიცულებთან მოლაპარაკებაზე არც ჩინური კომპანიიდან და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერ ჯერობით არავინ არ მისულა.

'.$TEXT['print'].'