"გურიის მოამბეს" ვებგვერდი დაჰაკეს
ავტორი: გურიის მოამბე
"გურიის მოამბეს" ვებგვერდი დაჰაკეს

 საიტს გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

კიბერშეტევები ვებგვერდზე ხშირად ხდება და მათ მოგვარებაზე "გურიის მოამბეს" ჯგუფი ნახევარი საათი მუშაობდა.

"გურიის მოამბის" გამომცემლის, ვლადიმერ მენაბდის განცხადებით, სპეციალისტები ახლა არკვევენ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს.

ვებ გევრდმა www.guriismoambe.com მუშაობა ერთსაათიანი დაბრკოლების შემდეგ გააგრძელა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი, მათ შორის არიან მედიები და არასამთავრობო ორგანიზაცია. აღნიშნული საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

გთავაზობთ იმ ვებგვერდების სიას, რომელთა დაჰაკვის შესახებ ჩვენთვის არის ცნობილი. ამ ეტაპზე სამთავრობო ვებგვერდებიდან კიბერშეტევა განხორციელდა:

  1. საერთო სასამართლოებზე;
  2. ბათუმის საკრებულოზე;
  3. ქუთაისი მუნიციპალიტეტზე;
  4. ქარელის მუნიციპალიტეტზე;
  5. მუნიციპალური განვითარების ფონდზე
  6. აჭარის უმაღლეს საბჭოზე;
  7. სახანძრო დეპარტამენტზე.
  8. იდენტური მგდომარეობაა კერძო ვებგვერდებზე. მათ შორისაა:

 

 

  1. მედიის განვითარების ფონდი;
  2. გურიის მოამბე;
  3. კაქტუს მედია;
  4. თრიალეთი;
  5. თავისუფალი უნივერსიტეტი;
  6. დემოკრატიის ლაბორატორია;
  7. საქინფორმი;
  8. საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი;
  9. rogor.ge;
  10. arma.ge;
  11. argo.ge;
  12. nova.ge;
  13. inex.ge.
'.$TEXT['print'].'