"ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილზე:"ქვეყანაზე ზრუნვის საბაბით, ყაჩაღობის ქველმოქმედებად გასაღება"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილზე:"ქვეყანაზე ზრუნვის საბაბით, ყაჩაღობის ქველმოქმედებად გასაღება"

"ქართული ოცნების" ყოფილი სახე ლანჩხუთში, მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე 2013-16 წლებში, ამჟამად კი "გირჩის" ადგილობრივი ლიდერი, ვახტანგ ზენაიშვილი, რქსპრემერ ივანიშვილის მიერ გაცხადებულ კურორტ წყალტუბოს ე.წ. რეაბილიტაციის გეგმას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და მას "ქვეყანაზე ზრუნვის საბაბით, ყაჩაღობის ქველმოქმედებად გასაღება"ს უწოდებს:

"რეალურად ეს არის პრივატიზაცია ქართველი ხალხის ზურგს უკან, მიტაცება, წყალტუბოს ჯიბეში ჩადება, როგორც სხვა ბევრი რამის.მაშინ როგორ უნდა იყოსო იკითხავს მავანი, როგორ და სახელმწიფო ქონება, მთლიანად, უნდა გამოვიდეს ლოტებად აუქციონზე, ერთი წლის განმავლობაში და მისი ყიდვა უნდა შეგვეძლოს ყველას, ბარათზე თანაბარი ოდენობით დარიცხული სპეციალური საპრივატიზაციო ფულით.

ე.ი. ივანიშვილს და ჩვეულებრივ მოქალაქეს, ფულიანს თუ უფულოს ერTნაირი პირობები გვექნება ამ ქონების შესაძენად. ანუ კომუნისტების წართმეულს დავიბრუნებთ უფასოდ! და არავის სამოწყალო და "საქველმოქმედო" არაფერი გვექნება....


ესაა სამართლიანი ფორმა. ესაა ერთადერთი გზა გაყინული სახელმწიფო აქტივები ამუSავდეს. ესაა ერთადერთი სწრაფი გზა, რომ თითოეული ჩვენთაგანი გამდიდრდეს, ქვეყანა სიღატაკიდან ამოვიდეს....

მაგრამ ეს გზა არ აწყობს ბიუროკრატიას, ხელისუფლებასთან შეზრდილ "ბიზნესს". აი, ასე ურჩევნია, ქვეყანაზე ზრუნვის საბაბით, ყაჩაღობის ქველმოქმედებად გასაღებით, ყველაფერი ჩაიჯიბოს და "კაპიკებად" მიიტაცოს" - წერს ზენაიშვილი.

ცნობისათვის: ექს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვანია:

"ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფოს, ამ­ჟა­მად, არ აქვს რე­სურ­სი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს წყალ­ტუ­ბოს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, ხოლო მისი ერ­თი­ა­ნი, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, ბიზ­ნე­სიც ინერ­ტუ­ლია - მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პი­რა­დად ჩა­ვუდ­გე სა­თა­ვე­ში წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ექტს.

მე გა­დავ­წყვი­ტე, გა­მო­ვის­ყი­დო უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, 22 სას­ტუმ­რო, 9 აბა­ნო და მო­ვახ­დი­ნო მათი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, კუ­რორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი გეგ­მი­სა და კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გლებ­ში" - ნათქვამოა ივანიშვილის განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'