ლანჩხუთის მერის წლიური ანგარიშის მოსმენა გადაიდო - მიზეზი - სარიშვილმა ერთდღიანი შვებულება აიღო
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის მერის წლიური ანგარიშის მოსმენა გადაიდო - მიზეზი - სარიშვილმა ერთდღიანი შვებულება აიღო

ლანჩხუთის მერმა ალეკო სარიშვილმა ერთდღიანი შვებულება ითხოვა რის გამოც დღეს, ლანჩხუთის საკრებულოში დაგეგმილი მერიის ერთწლიანი ანგარიშის მოსმენა გადაიდო.

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი ოპოზიცია ავრცელებს.

თუ რატომ გახდა აუცილებელი მერის ერთი დღიძთ შვებულებაში გასვლა, რის გამოც ანგარიშის მოსმენა ჩავარდა-ლანჩხუთის მერიას "გურიის მოამბემ" ამ კითხვით დღეს მიმართა,

როგორც ლასნჩხუთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, კანონით ამის უფლება მერს აქვს: "ბოლო ვადად განსაზღვრულია 1 ნოემბერი და მერის წლიური ანგარიშის მოსმენაც ხვალ გაიმართება".

რაც შეეხება მიზეზს თუ რა გახდა ერთდღიანი შვებულების აღების საფუძველი "ვერ გეტყვით ალბათ რაიმე პირადი პრობლემა ჰქონდა მერს" - გვითხრეს პრეს სამსახურში".

"გუშინ საკრებულოს აპარატიდან მაცნობეს,რომ ლანჩხუთის მერის ანგარიშის მოსმენა იგეგმებოდა - დღეს 31 ოქტომებრს 5 საათზე (კანონით განსაზღვრული ვადა 1 ნოემბერს იწურება)
დღეს გაირკვა რომ შვებულებაშია!" წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ადგილობრივი ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი კახა ასკურავა.

'.$TEXT['print'].'