ორი პენსიონერის ჰოსპიტალიზირება გახდა დღეს საჭირო ლანჩხუთში პენსიის წინასწარი აღებისას
ავტორი: გურიის მოამბე
ორი პენსიონერის ჰოსპიტალიზირება გახდა დღეს საჭირო ლანჩხუთში პენსიის წინასწარი აღებისას

პენსიის წინასწარი დარიგებისას არსებულ რიგში  ორი ადგილობრივი პენსიონერის ჰოსპიტალიზირება გახდა დღეს აუცილებელი ქალაქ ლანჩხუთში

შემთხვევა ადგლობრივი ლიბერთი ბანკის ფილიალის წინ დღეს მოხდა.

ორთავე პენსიონერი რიგში ხანგრძლივი დგომის გამო გახდა ცუდად, რის გამოც იქვე მყოფმა მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გამოიძახეს.

როგორც "გურიის მოამბეს" ადგილიდან აცნობეს, ორთავე პენსიონერს დიდხანს ფეხზე დგომის გამო გული წაუვიდათ.

მედიკოსებმა დაზარალებულების გადარჩენა შეძლეს.

ტრადიციულად ქვეყნის მასშტაბით ლიბერთი ბანკი პენსიონერებისათვის ვადაზე ადრე კუთვნილი პენსიების გაცემას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ყოველი თვის პირველი რიცხვიდან იწყებს.

ამ სერვისით პენსიონერთა უმრავლესობა სარგებლობს.

'.$TEXT['print'].'