კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გურიაში 50 ადამიანია იზოლირებული - სამი კარანტინში გადაიყვანეს
ავტორი: გურიის მოამბე
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გურიაში 50 ადამიანია იზოლირებული - სამი კარანტინში გადაიყვანეს

"კორონავირუსის პროფილაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გურიაში სახლიდან გამოსვლა 47 ადამიანს აეკრძალა, ყველა მათგანი იმყოფება თვითიზოლაციაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ" -გვითხრა დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა არჩილ მჟავიამ.

აქედან 31 ოზურგეთში, 9 ჩოხატაურში, 7 კი ლანჩხუთში. (14 მარტი, 14 საათის მონაცემები)

მისივე თქმით, თვითიზოლირებულებს ყოველდღიურად საპატრულო ეკიპაჟი აკითხავს, დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) კი მათ ეპიდემიოლოგი ეხმიანება, იგივე ეპიდემიოლოგი კი ყველა იზოლირებულს კვირაში ერთხელ პირადად ამოწმებს.

მჟავიას თქმით, იზოლირებულთა რაოდენობის მკვეთრი გაზრდა რისკ ჯგუფში მყოფი  ქვეყნების ჩინეთის, სამხრეთ კორეას. ირანისა და იტალიის შემდეგ ესპანეთის, საფრანგეთის, ავსტრიისა და გერმანიის დამატებამ გამოიწვია.

ყველა ეს ადამიანი ამ ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ:

ამათ ემატება კიდევ სამი ადამიანი ოზურგეთიდან, რომლებმაც იზოლაციის წესები დაარღვიეს და ისინი კარანტინში გადაიყვანეს:

"გამკაცრებულია იზოლაციის წესები, სამი ადამიანი დარღვევების გამო გადავიყვანეთ კარანტინში აბასთუმანსა და წყამტუბოში. ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანებს რაიმე სიმპტომები აღენიშნებოდათ, უბრალოდ ისინი არ იცავდნენ იზოლაციის წესებს, რაც გახდა კიდეც მათი კარანტინში გადაყვანის მიზეზი" - თქვა მჟავიამ.

'.$TEXT['print'].'