ლანჩხუთისა და ოზურგეთის ბაგა-ბაღებში, არსებული საკვები უფასო სასადილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთისა და ოზურგეთის ბაგა-ბაღებში, არსებული საკვები უფასო სასადილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში, არსებული საკვების მარაგი, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა. ასევე, შეიცვალა უფასო სასადილოებში საკვების გაცემის წესიც. ბენეფიციარები, საკვებს ადგილზე ჭამის ნაცვლად, შესაბამისი კონტეინერებით თან წაიღებენ.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის გამო, გურიის რეგიონის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერებულია.

'.$TEXT['print'].'