ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა სოფლების მიმართულებით დღეს დილიდან შეწყდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა სოფლების მიმართულებით დღეს დილიდან შეწყდა

როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შექმნილი ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ "გურიის მოამბეს" აცნობა, ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა სოფლების მიმართულებით დღეს დილიდან შეწყდა.

მისივე ინფორმაციით, ოზურგეთის ავტოსადგურებიდან ხორციელდება მხოლოდ საქალაქთაშორისო მიმოსვლა - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მიმართულებით. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის შეწყვეტა სოფლების მიმართულებით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

'.$TEXT['print'].'