ოპოზიცია კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შიდასატრანსპორტო მიმოსვლის გაუქმების გადახედვას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზიცია კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შიდასატრანსპორტო მიმოსვლის გაუქმების გადახედვას ითხოვს

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ამ წინადადებით ლანჩხუთის მერიას უახლოეს დღეებში მიმართავს:

"იმ სოფლების მოსახლეობის აბსოლუტურად უტრანსპორტოდ დატოვება რომლებიც რაიონული ცენტრებიდან 10,15,20 კილომეტრით არიან დაშორებული ასევე გამოიწვევს სოციალურ და ჰუმანიტარულ კოლაფს" აცხადებს ასკურავა და ადგილობრივ ხელისუფლებას გამოსავლის პოვნაში დახმარებას სთავაზობს:

"უსერიოზულეს პრობლემას ქმნის ის შიდა სატრანსპორტო კოლაფსი, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, რომელიც COVID-19 მიერ გამოწვეული საგანგებო მდგომარეობით შეიქმნა.
მესმის,რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში არსებობს ამ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი, მაგრამ იმ სოფლების მოსახლეობის აბსოლუტურად უტრანსპორტოდ დატოვება რომლებიც რაიონული ცენტრებიდან 10,15,20 კილომეტრით არიან დაშორებული ასევე გამოიწვევს სოციალურ და ჰუმანიტარულ კოლაფს.
პრევენციის მიზნით ტრანსპორტირებაზე საერთოდ უარის თქმა არ არის ადეკვატური გამოსავალი.როგოგრც ადგილობრივმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა ეძებოს გამოსავალი.არავინ იცის როდემდე გაგრძელდება ფორსმაჟორული მდგომარეობა, ამიტომ დროზეა სანახავი გზა, თუ როგორ მოხდება სოფლების უზრუნველყოფა არსებობისთვის აუცილებელი როგორც პროდუქციით,ასევე ჰიგიენური საშუალებებით.
გამოსავალის მოძებნის პოვნა შესაძლებელია, მთავარია სურვილი და სწორად დაგეგმვა.
ჩვენს ფრაქციას აქვს კონკრეტული შეთავაზება და ხვალ ჩვენს ხედვას წარვუდგენთ ადგილობრივ მერიას" -წერს ასკურავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

'.$TEXT['print'].'