გურიის გუბერნატორი: "ლანჩხუთში პანიკის საფუძველი არ არსებობს"
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის გუბერნატორი: "ლანჩხუთში პანიკის საფუძველი არ არსებობს"

"ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, გაგზავნილი იყო მისი, და ასევე მისი მეუღლის ბიოლოგიური მასალა და ვირუსი საბედნიეროდ არ დადასტურდა, რაც შეეხება თითქოსდა ლანჩხუთის სოფლებში ინფიცირებულის ყოფნას, ესეც არასწორი ინფორმაციაა, ამ დროისათვის არცერთი და არცმეორე სახის შემთხვევა გურიაში არ არის"

განაცხადა "გურიის მოამბესთან" საუბარში მხარის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ.

დღეს დილიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვრცელდება ხმები, თითქოსდა ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე ვრცელდება ხმები რომ სოფლებში ლესასა და სუფსაში ქობულეთში მაცხოვრებელი ერთ ერთი ინფიცირებული კორონავირუსის დადგენამდე იმყოფებოდა.

ამ ინფორმაციებმა ლანჩხუთში პანიკა გამოიწვია.

ეს ხმები განსაკუთრებით იმან გაამძაფრა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გუბერნატორი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას სათავე ძამ სოფლებში თერმოსკრინინგის დაწყებამ დაუდო:

"თერმოსკრინინგს ვატარებთ ამ სოფლებში, ასევე ჩოხატაურის ბირნათში პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნებია და მისი დახურვა ან შეზღუდვა ვერ ხერხდება"-თქვა გუბერნატორმა.

 

'.$TEXT['print'].'