ლანჩხუთის მერიამ 1 კგ ზეთი 3,65 ლარად ხოლო 1. კგ შაქარი 1.80 ლარად შეიძინა რა მოხდა ქობულეთსა და ოზურგეთში
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის მერიამ 1 კგ ზეთი 3,65 ლარად ხოლო 1. კგ შაქარი 1.80 ლარად შეიძინა რა მოხდა ქობულეთსა და ოზურგეთში

ლანჩხუთის მერიამ 1 კგ ზეთი 3,65 ლარად ხოლო 1. კგ შაქარი 1.80 ლარად შეიძინა რა მოხდა ქობულეთსა და ოზურგეთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის ფარგლებში გამოცხადებული კარანტინის ფარგლებში შეჭირვებული მოსახლეობისათვის დახმარების პაკეტის გაწევისას 1 ლიტრი ზეთი 3,65 ლარად, 1. კგ შაქარი 1.80 ლარად, კარტოფილი 1,80 ლარად შეიძინა.

ეს მონაცემები აღებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს "დოვლათს" შორის მიმდინარე წლის 13 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც ლანჩხუთის მერიამ კონკრეტულ კომპანიას 22 ატასი ლარი გადაურიცხა.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში მერიამ 10 კილოგრამიან ერთ ტომარა ფქვილსი 14 ლარი გადაიხადა, 1 კგ მაკარონში 2,40 ლარი, კომბოსტოში 0,70.

ლანჩხუთის მერიამ მეორე ხელშეკრულება იმავე მიზნით "ნიკოლოზ ქურიძესთან" გააფორმა საიდანაც ირკვევა რომ  მერიამ 1 კგ ბრინჯში 2,50 ლარი გადაიხადა. ასევე შეიძინა სხვადასხვა პროდუქციაც და ნიკოოზ ქურიძეს სამიათას თექვსმეტი ლარი გადაურიცხა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კი 3 აპრილის ხელშეკრულებით "ევრო გრუპს" წარმოდგენილი გიორგი სოლომონიძის სახით, 13 790 ლარი გადაურიცხა.

ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ქობულეთმა 1 ლიტრ ზეთში 4,2 ლარი გადაიხადა, 1.კგ კარტოფილში 2 ლარი, 1.კგ შაქარში 2, 10; ბრინჯში 2,50 თეთრი; და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ოზურგეთს, აქ მერიამ 1 კგ შაქარში 2,30 ლარი გადაიხადა, 1 კგ კარტოფილში 2,30 ლარი, 1 კგ ბრინჯში 3,30; ზეთში 4,85 ლარი გადაიხადა.

'.$TEXT['print'].'