სასაფლაოების გასაკონტროლებლად ხელისუფლებამ ხვალ შესაძლოა სამხედროები დაიხმაროს
ავტორი: გურიის მოამბე
სასაფლაოების გასაკონტროლებლად ხელისუფლებამ ხვალ შესაძლოა სამხედროები დაიხმაროს

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაფლაოებზე ხალხის გასვლი აღკვეთის პროცესში ხვალ შესაძლოა სამხედროები დაიხმაროს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" გურიის გუბერნატორმა უთხრა.

"გურიაში 400 სასაფლაოა, ჩვენ შესაძლოა არ გვეყოს რესურსი ყველას გასაკონტროლებლად რომ მოსახლეობა საფლავებზე არ გავიდეს და ვგეგმავთ დავიხმაროთ რამდენიმე სამხედრო, ვერ გეტყვით ზუსტად იქნება ეს 10 თუ 20, " უთხრა გურიის გუბერნატორმა "გურიის მოამბეს".

ცნობისათვის ხვალ, აღდგომის დღეს, გურიაში მოსახლეობა მიცვალებულების მოხსენიების მიზნით სასაფლაოებზე მასიურად გადიან და თავიანთი ოჯახებიდან გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში წელს ეს რიტუალი აკრძალულია, მიუხედავად ამისა ხელისუფლებას მის აღსაკვეთად რადიკალური ზომების მიღება უხდება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც აპირებს ამ რიტუალის შესრულებას.

'.$TEXT['print'].'