ჯარმა გურია დღეს საღამოს დატოვა
ავტორი: გურიის მოამბე
ჯარმა გურია დღეს საღამოს დატოვა

ოზურგეთის ქუჩებში ამ საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენაერთების გადაადგილებებმა ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.

როგორც გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ "გურიის მოამბეს" უთხრა, რამდენიმე ათეულმა ჯარისკაცმა, რომლებიც სასაფლაოებზე კონტროლს ახორციელებდნენ გურია ამ საღამოს დატოვეს.

"ჯარისკაცებმა დღეს დატოვეს გურია, 20 ჯარისკაცი გვეხმარებოდა სასაფლაოების კონტროლში" - გვითხრა გუბერნატორმა.

ცნობისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მტავრობის გადაწყვეტილებით ქართული ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე გარდაცვლილთა პატივისცემის ნიშნად აიკრძალა.

ამ აკრძალვის კონტროლის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას შინაგან საქმეტა და თავდაცვის სამინისტროები ეხმარებოდა.

 

'.$TEXT['print'].'