მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ავტომობილებით გადაადგილების წესები და განრიგი
ავტორი: გურიის მოამბე
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ავტომობილებით გადაადგილების წესები და განრიგი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება. მათ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ექნებათ შესაძლებლობა დილის 6 საათიდან 8 საათამდე ( 2 საათის განმავლობაში) და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე (1 საათის განმავლობაში) გადაადგილდნენ აღნიშნული სამუშაოების საწარმოებლად.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ავტომობილებით გადაადგილების საშვები აქვთ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს და მერის წარმომადგენლებს, რომელიც მოქმედებს დილის 9 საათიდან - საღამოს 7 საათამდე. შესაბამისად, სოფლებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეთა დახმარება მოხდება სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის და მერის წარმომადგენლის მეშვეობით.

"გურიის მხარე"

'.$TEXT['print'].'