ლანჩხუთში "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობისაგან სისხლის შეგროვება დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობისაგან სისხლის შეგროვება დაიწყო

"დღეს დილიდან გვიბარებენ ლანჩხუთის მერიისა და საკრებულოს, ასევე ადგილობრივი ა(ა)იპების თანამშრომლებს ლანჩხუთის "ქართული ოცნების" შტაბში და სისხლის ჩაბარებას გვთხოვენ" - უთხრა "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის მერიის ერთერრთმა თანამშრომელმა.

თუ რა ხდება ლანჩხუთში და რისთვის აგროვებს "ქართული ოცნება" საქართველოს მოსახლეობისაგან სისხლს - ამაშიგასარკვევად "გურიის მოამბე" ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის უფროსს, მაკა სულაბერიძეს დაუკავშირდა:

"მე ახლა მივდივარ სისხლის ჩასაბარებლად, ვერ გეტყვით, არ ვიცი რა აქციის ფარგლებში ხდება, არც ის ვიცი რატომ პარტიაში" -გვითხრა სულაბერიძემ.

ამის შემდეგ ლანჩხუთის საკრებულოს დავუკავშირდით, მისი ხელმძღვანელი ადგილობრივი "ქართული ოცნების" ლიდერია:

"მე ვერ ვაბარებ სისხლს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აქედან გამომდინარე არ ვყოფილვარ და არც ვიცი რა ხდება" გვითხრა ლანჩხუთის საკრებულოს პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა მაიკო კუპატაძემ.

ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, კახა ასკურავა ფრიად გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ სისხლის ჩაბარება მმართველი პარტიის შტაბში ხდება, მაშინ როცა ამ პროცედურას სპეციალური მკაცრად დაცული პროცედურები ჭირდება სამედიცინო თვალსაზრისით:

"გაუგებარია რამ გამოიწვია მმართველი პარტიის შტაბში სისხლის შეგროვება, ასე საველე პირობებში, რაც უამრავ შეკითხვებს იწვევს. ასევე საინტერესოა რისთვის აგროვებენ რომ მარტო "ქართული ოცნების" მომხრეებისაგან იღებენ სისხლს. ვიმედოვნებთ ამ აქციის თაობაზე პარტია ინებებს და რაღაც ინფორმაციას მაინც გაავრცელებს-თქვა ასკურავამ.

'.$TEXT['print'].'