ვახტანგ ზენაიშვილი - "ერთადერთი რაც დიქტატურის დამყარების მცდელობას ჩაშლის საერთო სახალხო გამოსვლებია!"
ავტორი: გურიის მოამბე
ვახტანგ ზენაიშვილი - "ერთადერთი რაც დიქტატურის დამყარების მცდელობას ჩაშლის საერთო სახალხო გამოსვლებია!"

"ერთადერთი რაც დიქტატურის დამყარების მცდელობას ჩაშლის საერთო სახალხო გამოსვლებია!" ამის შესახებ განცხადებასახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ადგილობრივი ლიდერი, ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს

"ცხადია, რომ მთავრობა "კორონავირუსულ"ისტერიას, რომელიც დიდ წილად ხელოვნურადაა გაბუქებული, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამ პროცესს სხვადასხვა ასპექტი აქვს, მაგრამ ახლა არჩევნებთან მიმართებაზე შევჩერდები.

რატომ აირჩიეს ლოქდაუნის გზა? იმიტომ, რომ დროში გაწელონ პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესი. ეს, თავის მხრივ, საგანგებო მდგომარეობის დროში გაწელვის საშუალებას იძლევა. ასეთი ვითარების შენარჩუნებას, როცა ხელისუფლებას სრული კარტბლანში აქვს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება-შემსუბუქების თვალსაზრისით, მინიმუმ წლის ბოლომდე შეეცდებიან. ვინაიდან გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების, ან გადადების შესახებ ამ ფონზე მიიღონ იმის მიხედვით თუ რა იქნება მოცემულ მომენტში "ოცნებისთვის" ხელსაყრელი! ერთადერთი რაც დიქტატურის დამყარების მცდელობას ჩაშლის საერთო სახალხო გამოსვლებია!" - წერს ზენაიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

'.$TEXT['print'].'