"ა სტუდიო"-ს პირველი სოლისტი ინფარქტით გარდაიცვალა
ავტორი: გურიის მოამბე
"ა სტუდიო"-ს პირველი სოლისტი ინფარქტით გარდაიცვალა

"ა სტუდიო"-ს პირველი სოლისტი ინფარქტით გარდაიცვალა

ამ ინფორმაციას, სააგენტო "ლაიფნიუსზე" დაყრდნობით "ვესტი.რუ" ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით "ა სტუდიო"-ს პირველი სოლისტი ბატირხან შუკენოვი, წინასწარი ინფორმაციით, ინფარქტით, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შუკენოვმა "ა სტუდიო" 2000 წელს დატოვა (მას ქეთა თოფურია ჩაენაცვლა) და სოლო კარიერა დაიწყო.

მოგვიანებით, 2007 წლიდან ის გახდა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მრჩეველი კულტრის დარგში.

2009 წლიდან კი "იუნისეფის" "კეთილი ნების" ელჩი.

შუკენოვი წარმოშობით ყაზახეთიდან იყო.

'.$TEXT['print'].'