ლას ვეგასში 90 წლის ასაკში ბი ბი კინგი გარდაიცვალა
ავტორი: გურიის მოამბე
ლას ვეგასში 90 წლის ასაკში ბი ბი კინგი გარდაიცვალა

ბი ბი კინგი ლას ვეგასში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი ბლუზის შემსრულებელი და გიტარისტი, ბი ბი კინგი, ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას, "ასოშეიტედ პრეს" სააგენტო ავრცელებს.

იმავე სააგენტოს ცნობით, ამ ინფორმაციას გიტარისტის იურისტი, ბრენტ ბრაისონ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბი ბი კინგი, დიაბეტის გართულების გამო, მიმდინარე წლის აპრილში ლას ვეგასის ერთ ერთ ჰოსპიტალში მოათავსეს.

იურისტის ცნობით, კინგი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, წუხელ 21 საათსა და 40 წუთზე გარდაიცვალა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'