დღეს ამაღლებაა
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ამაღლებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას 10 საათზე საბურთალოზე ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს.

ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მე-6 კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად ამაღლდა.

'.$TEXT['print'].'